ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2012 წლის 25 დეკემბერი ქ.ბოლნისი |
|
ქ. ბოლნისი შედგენის თარიღი: ------------------------
დამრღვევის ვინაობა და მისამართი -------------------------------------------------------
(მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი --------------------------------------------------------------------
( მისამართი, საკადასტრო კოდი )
დარღვევის სახეობა , შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“
საქართველოს კანონის ----------მუხლის --------------------------------------------------------------
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------------------ დღე
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურეთ:---------------------------------------------
შედგენის თარიღი -----------------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაბარდა და გაეცნო: -------------------------------------------------------------------------
(განთავსების ადგილი)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“- ს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ინფრასრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ)მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა.
( საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდამრღვევის საქმის წარმოება წყდება 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს -ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი).
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ( საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“) გათვალისწინებული ჯარიმის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევასი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილა მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქი - ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ ( 25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონის ,, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში არნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,სააღსრულებლოწარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე15 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა ( პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში- ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა, ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების რობე ( 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).