ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2013 წლის 15 თებერვალი ქ. ბოლნისი |
|
მითითება №
ქ. ბოლნისი შედგენის თარიღი: ------------------------
დამრღვევის ვინაობა და მისამართი ------------------------------------------------------
(მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი --------------------------------------------------------------------
( მისამართი, საკადასტრო კოდი )
დარღვევის სახეობა , შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის ----------მუხლის --------------------------------------------------------------
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------------------ დღე
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ:-------------------------------------------
შედგენის თარიღი -----------------------------------------------------------------------------------------
მითითება ჩაბარდა და გაეცნო: -------------------------------------------------------------------------
(განთავსების ადგილი)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“- ს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ)მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად შესრულდა.
(საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდამრღვევის საქმის წარმოება წყდება 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს -ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი).
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება (საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“) გათვალისწინებული ჯარიმის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილის მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი -ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე15 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში-ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე ( 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).