წინა მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
წინა მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 811 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს განხილვის პროცედურის გაგრძელება წინა მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემდეგ დადგენილებების პროექტებზე:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ლიცენზიებისა და ნაბართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
გ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
დ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ტურიზმისა და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
ე) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
თ) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ;
ი) საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ.
2. მიზანშეუწონლად ჩაითვალოს განხილვის პროცედურის გაგრძელება წინა მოწვევის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზე _ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2012წლის 20 დეკემბერი
№17-უ.ს.შ.ს.