განჩინება სს ”პირიმზე”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11180-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11180-12               

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

სარეზოლუციო ნაწილი

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”

წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე

                                           2. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – სს „პირიმზე”

დირექტორი – ლაურა ღაჭავა

წარმომადგენელი შალვა კაციაშვილი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ვასილ ხაჭაპურიძე

მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. ავთანდილ ძაგანია

                                                           2. ემზარ მორგოშია

                                                         3. ნანა ამისულაშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 26-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დაადგინა :

1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სს „პირიმზის” მიმართ;

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხოს სს ,,ბანკი ქართუს’’ მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს გადახდილი 5 000 ლარი, რომელიც განთავსებულია სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე სს. ბანკი ,,რესპუბლიკა’’ ბანკის BIC კოდი REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE74 BR00 0001 0517 4634 83 ;

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში;

5. მოვალემ და კრედიტორებმა განაცხადეს, რომ ეთანხმებიან მიღებულ განჩინებას, უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე და სასამართლოს მიმართავენ თხოვნით შემოიფარგლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, რაც დაადასტურეს შესაბამისი ხელწერილით.

 

მოსამართლე                   თამარ ჭუნიაშვილი