განჩინება შპს ”სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11122-12
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
სარეზოლუციო ნაწილი
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”
წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე
კრედიტორები – 1. სს „თიბისი ბანკი”
წარმომადგენელი – ვასილ ტიტვინიძე
2. შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს „სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა”
დირექტორი – ლაურა ღაჭავა
წარმომადგენელი შალვა კაციაშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – 1. თამაზ კიკიანი
2. ვასილ ხაჭაპურიძე
მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. ავთანდილ ძაგანია
2. ემზარ მორგოშია
3. ნანა ამისულაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 26-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით
დაადგინა :
1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შპს ”სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას” მიმართ ;
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხოს სს ,,ბანკი ქართუს’’ მიერ 2012 წლის 23 აგვისტოს გადახდილი 5 000 ლარი, რომელიც განთავსებულია სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე სს. ბანკი ,,რესპუბლიკა’’ ბანკის BIC კოდი REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE74 BR00 0001 0517 4634 83;
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
5. მოვალემ და კრედიტორებმა განაცხადეს, რომ ეთანხმებიან მიღებულ განჩინებას, უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე და სასამართლოს მიმართავენ თხოვნით შემოიფარგლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, რაც დაადასტურეს შესაბამისი ხელწერილით.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი