„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის №534 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1152 |
|
2012 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - საკოორდინაციო საბჭო) შემადგენლობა:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დ) საქართველოს მთავარი პროკურორი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ი) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველი.
2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს;
ბ) საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს;
გ) საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს;
დ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;
ე) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;
ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს;
ზ) აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს;
თ) საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს;
ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ თავმჯდომარეს;
კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორს;
მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ აღმასრულებელ დირექტორს;
ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელს.“;
„1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”;
„1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.“;
„5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მდივანი, რომელსაც ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.“;
„მუხლი 5
1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
3. სამუშაო ჯგუფი, მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, იკრიბება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, როგორც წესი, არანაკლებ თვეში ერთხელ.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.“.
|