„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის №751 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1153
სარეგისტრაციო კოდი
010210050.08.002.016725
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1153

2012 წლის 31 დეკემბერი

      ქ. თბილისი

 

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის №751 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 111124013, 24/11/2011, 010210050.08.002.016365) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს მთავარი პროკურორი;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

ნ) საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი;

ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;

პ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

ჟ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

რ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს;

ბ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

გ) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

დ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს;

ე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს;

ვ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურ დირექტორს;

ზ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს;

თ) ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ მრჩეველს;

ი) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს დირექტორს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ალტერნატივა ჯორჯიას თავმჯდომარეს.“;

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“;

ბ.ბ) მე-6 მუხლის:
ბ.ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე.“;

ბ.ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საკოორდინაციო საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი