საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.01.2013 ბოლო ცვლილება 22.02.2017
ნომერი
№2-9
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-9

2013 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2013 წლის 16 იანვრიდან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე



საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

 


მუხლი 1
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი აგრარული განათლება;

ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;

გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლის;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail, excel).

მუხლი 3
საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსის მოადგილის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);

ბ) არანაკლებ 3  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet,e mail).

მუხლი 4
 საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);

ბ) არანაკლებ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში.

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail).

მუხლი 5
 საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);

ბ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

გ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail).

მუხლი 6
 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის   დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.