„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის N2-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-30
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016221
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-30

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის №2-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 14 იანვრის №2-9 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016098) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) სპეციალობით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა;

ე) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა.“.

2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

 საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით;

ბ) სპეციალობით არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა;

დ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა.

მუხლი 5

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით;

ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა;

დ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების – MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი