საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივნისის N126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №147 |
|
2014 წლის 5 ნოემბერი ქ. თბილისი |
„3. სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან იურიდიული სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანიგამოცდილება;
გ) სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
დ) კანონპროექტებზე მუშაობის და მათ განხილვებში მონაწილეობის გამოცდილება;
ე) სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ) უპირატესობა ენიჭება გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ცოდნას;
ზ) უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) სამართლებრივი პრობლემების ცოდნას;
თ) ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.“.
|