„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №177 |
|
2015 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი |
იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია ევროკავშირის სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების ,,უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
ვ) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ზ) სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;
თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office Word, excel, power point, outlook);
ი) უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სასურველია სპეცილობით მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
ე) სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ვ) სასურველია რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა;
ზ) საოფისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office Word, Office Outlook ).
|