„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №22 |
|
2013 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
მე-13 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა მოტოციკლისა) – ზომით 520 X 110 მმ. სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GE“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული ლათინურშრიფტიანი ორი ასო TR, TG ან TT და ოთხი ციფრით; ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; “.
|
2.
მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წყვილი TR, TG და TT სერიის შიდა ტრანზიტი და ერთი დროებითი მოწმობა;“. |
3.
ინსტრუქციის „დანართი №5“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
დროებითი მოწმობა №
მიმღები პირი _________________________________________________________________ (პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №)
მისამართი _________________________________________
მანქანის მოდელი ------------------------
TR (TG,TT) N -------------------------
TR (TG,TT) გაცემის თარიღი: ----- ---------- 201 წ
TR(TG,TT) მოქმედების ვადა: ---- ---------- 201 წ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს __________________________________________________________________________ (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)
---------------------------------------------------- ბ.ა (თანამდებობის პირის ხელმოწერა)“.
|
4.
ინსტრუქციის „დანართი №8“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №8
დროებითი მოწმობა №
მიმღები პირი ________________________________________________________________ (პირის მონაცემები, პირადობის მოწმობის სერია და №:)
მისამართი: -_________________________________________
გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) N -------------------------
გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) გაცემის თარიღი: ----- ---------- 200 წ
გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი TR (TG,TT) მოქმედების ვადა: ---- ---------- 200 წ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს _______________________________________________________________________ (გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)
--------------------------------------------- ბ.ა (თანამდებობის პირის ხელმოწერა)“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2013.
- როდის იქნა მიღებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.22.034.016158.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 16.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016158 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1819408/