„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/02/2011) დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ი) სისტემის “ePLAN” მოდული – სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (შემდგომში - გეგმა) შექმნისათვის და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებული მოდული (შემდგომში – ePLAN). გეგმის სააგენტოში წარდგენად ჩაითვლება მისი რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესით დადგენილი გამონაკლისების გარდა. ePLAN საჯაროა და ხელმისაწვდომია სისტემის ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის; კ) სისტემის “CMR” მოდული – ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR ). აღნიშნული ანგარიშის წარდგენად ჩაითვლება CMR-ში მისი რეგისტრაცია ან/და დამატება.". 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების დაწყება დაუშვებელია შესაბამისი გეგმის ამ წესის მიხედვით ePLAN-ში რეგისტრაციამდე. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში ePLAN-ის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კანცელარია გეგმას, რომელიც მოიცავს ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვას დაფინანსების წყაროს მიხედვით, წარუდგენენ სააგენტოს ePLAN-ის გამოყენების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით სააგენტოსათვის გეგმის წარდგენად ჩაითვლება გეგმის ePLAN-ის გარეშე სააგენტოსათვის წარდგენის დღე. “. ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „32. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებიდან, გეგმას არეგისტრირებს ePLAN-ში ან/და წარუდგენს სააგენტოს ამ წესის მიხედვით, შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.". გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება ხორციელდება ePLAN-ში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის გეგმასთან დაკავშირებული ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება აისახება დანართ №1-ში, რომელიც წარედგინება სააგენტოს ePLAN-ის გამოყენების გარეშე შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის დაწყებამდე.“; დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „ 61. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია; ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.". 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ვალდებულია CMR-ში დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. 2. იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად, რეგისტრირდება CMR-ში, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა CMR-ში დაარეგისტრიროს/დაამატოს ინფორმაცია შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების ღირებულების ფაქტობრივი გადახდის მდგომარეობის შესახებ.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4 . თუ გეგმის ჯამური სავარაუდო ღირებულება გაიზრდება ერთი საფინანსო წლის განმავლობაში და შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია CMR-ში დაარეგისტრიროს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, აღნიშნული გარემოების დადგომამდე დადებული ხელშეკრულებების/მასთან გათანაბრებული დოკუმენტების ასლები). იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დადგება საფინანსო წლის მე-4 კვარტალში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციას ახდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.“. 4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: "შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ გეგმების რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, არა უგვიანეს 2013 წლის 15 თებერვლისა." 5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: 6. დანართი №4-ის პირველი პუნქტის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) დანართი №1-ის მე-7 სვეტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის ნებისმიერი სახის შენიშვნა. მათ შორის, უნდა მიეთითოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს: კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთობლივ შესყიდვას ან/და კანონის მე-9 მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს.". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
შესყიდვების კოორდინატორი_________________________ (ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________ (ხელმოწერა) . |