„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 28 მაისის №396 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №130 |
|
2013 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 28 მაისის №396 ბრძანებაში (სსმ, III, 01.06.2009 №66 მუხ. 733) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 და №47 ბრძანებულებებისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :’’. |
2.
ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;”; |
გ)
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.”; |
დ)
მე-6 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მოწვეული დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით;”; |
ე)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. 2. შეტყობინება კონკურსის შესახებ შეიძლება განთავსებულ იქნეს სამინისტროს კორპორაციულ ვებგვერდზე და საამისოდ განკუთვნილ სხვა ვებგვერდებზე. 3. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები); გ) შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; ვ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას. 4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 5. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.’’; |
ვ)
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის: მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.”;
|
ზ)
მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.”;
|
თ)
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა 1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 3. საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მიეთითება მისი რეგისტრაციის ნომერი.’’;
|
ი)
მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს; |
კ)
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პირობები 1. კონკურსს ატარებს კომისია. 2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 3. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.’’; |
ლ)
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 14. კომისიის მიერ კანდიდატურის განხილვა კომისია წერითი დავალების, ტესტირებისა და/ან გასაუბრების შედეგებს განიხილავს თავის სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად.’’; |
მ)
მე-15 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,21. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.’’; |
ნ)
მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.”; |
ო)
მე-16 მუხლის:
ო.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამავე ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს ეცნობება წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატურის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.’’; ო.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 4. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე პირმა უნდა წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განიხილოს შემდეგი 2 საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.’’; ო.გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
პ)
მე-18 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
ჟ)
21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.’’; |
რ)
22-ე მუხლის:
რ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. მინისტრი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’; რ.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.’’; |
ს)
22-ე მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,8. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ წესის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.’’. |
ტ)
24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კანდიდატს/მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.’’.
|
უ)
VI თავი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|