დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.01.2013 ძალადაკარგული 30.10.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
200140130.35.152.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 23 იანვარი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

Cn = Img × Itl × C × K, სადაც:

ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) Img არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე ქ. დუშეთისთვის უდრის 0,35;

 გ) Itl არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაგდენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ;

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

 ე) K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს;

მუხლი 2
1. ქალაქ დუშეთის ზონირება არ განხორციელდეს და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის დადგენის მიზნით განისაზღვროს ერთი მთელით (Itl=1,0);

2.    ქალაქ დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს ოთხმოცით (K=80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს;

3.    დაბა ჟინვალში და დაბა ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 4,70 (ოთხი მთელი სამოცდაათი მეასედი) ლარს;

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს.

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1,68 (ერთი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარს;

6. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასები;

7.  დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ოთხმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 26,88 (ოცდაექვსი მთელი ოთხმოცდარვა მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები; 

მუხლი 3
მუხლი 4
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი