„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N 4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№N01/38
სარეგისტრაციო კოდი
010040020.22.055.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/38

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) დამტკიცებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულებაში“ (შემდგომში – დებულება)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სათათბიროში წარმოდგენილ უნდა იქნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს (მათ შორის, საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის) და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები“.

 2. დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათათბირო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელთაგან ოთხ წევრს წარადგენს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო ოთხ წევრს ნიშნავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (ორი  წევრი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურე,  ორი წევრი – საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თანამშრომელი)“.

3. დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სათათბიროს წევრთა უფლებამოსილება განისაზღვრება ერთი წლით“.

4.დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„III1. სათათბიროსთან არსებული კომისიები

121. დასაფინანსებელი პრიორიტეტების შესაბამისად, საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის ბრძანებით, მოწვეული პირებისგან 1 წლის ვადით იქმნება პროგრამული კომისიები, რომლებიც  სათათბიროს წარუდგენენ რეკომენდაციებს წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით.

122. კომისია შედგება მინიმუმ ორი წევრისგან.

123. კომისია გადაწყვეტილებას იღებს უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე. ხმების გაყოფის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კომისიის თავჯდომარის ხმას.

124. კომისიის წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა და კომისიის შემადგენლობაში ახალი წევრის შეყვანა ხორციელდება საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის ბრძანებით.“.

 5. დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.“.   

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი