1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომში – სამმხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამმხრივი კომისიის მხარეებს წარმოადგენენ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა და პროფესიული კავშირების ფართო წარმომადგენლობითი ეროვნული გაერთიანებები.

4. სამმხრივ კომისიაში თითოეული მხარე წარმოდგენილია ექვსი წევრით, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.

5. სამმხრივ კომისიაში მხარედ წარმოდგენილი თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და პროფესიული კავშირი თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე სამმხრივ კომისიაში წარსადგენად.

6. სამმხრივ კომისიაში წარდგენილი უნდა იყვნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ სამმხრივი კომისიის დანარჩენ ხუთ-ხუთ წევრს.

7. საქართველოს მთავრობის მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შედიან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო;

ბ) საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრ