1. თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეების მიერ დასმული საკითხები;

ბ) მოისმინოს სხდომაზე მხარეთა ინფორმაციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, ასევე სხვა დაწესებულებებისაგან სამმხრივ კომისიაში განსახილველი საკითხების თაობაზე მუშაობისათვის საჭირო მასალები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლის დროსაც უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;

ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადადებები.

2. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

3. სამმხრივი კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობის და შემადგენლობის დამტკიცების წესი, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.

კარი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულება