სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10-20/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სამედიცინო   მედიაციის სამსახურის უფროსის

ბრძანება №10-20ო

2013 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლი ს №80 დადგენილების მე-7 მუხლის ა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის №01-18/ნ ბრძანების მე -4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულება თანდართულ დანართებთან ერთად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის 2012 წლის 20 ივნისის №10-6/ო ბრძანება.

3 . ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამედიცინო მედიაციის სამსახური, სამსახურის უფროსი

სოფიო ლებანიძე

დანართი №1

სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულებით (შემდგომში – დებულებ ა ) განისაზღვრება სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ (შემდგომში – სამსახური) მიერ საქმის განხილვისა და შეჩერების წესები და ვადები, კომპენსაციის პრინციპები, გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ძალაში შესვლის, აღსრულების, განმარტების, გადაწყვეტილების გასაჩივრების, სამედიცინო მედიაციის ხარჯების განაწილების წესი.

2. სამედიცინო მედიაციის პროცესთ ა ნ დაკავშირებული ის საკითხები, რაც დარეგულირებული არ არის ამ დებულებით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა)  სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ)  სამსახური – დავების განმხილველი ორგანო, რომლის ფუნქციაა პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციას და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს  შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვა;

გ) მედიატორი – შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი;

დ)     დავა – სამსახურის მიერ პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის წარმოშობილი კერძო ხასიათის დავა, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის შესაბამისად შეიძლება განხილულ იქნეს სამსახურის მიერ;

ე)  გადაწყვეტილება – მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე სამსახურის მიერ მიღებული შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება;

ვ)  რეკომენდაცია – სამსახურის მიერ მიღებული სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება;

ზ) ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც შეიძლება მოწვეულ იქნ ე ს მედიაციის პროცესის მიმდინარეობის დროს;

თ) ს ამედიცინო მედიაციის საბჭო (შემდგომში - მედიაციის საბჭო) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობის პირები;

ი)  პირადი მატერიალური განაცხადი – მხარის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის, სამსახურში შემოსული განაცხადი;

კ)  ელექტრონული განაცხადი – სამსახურის ვებგვერდზე ან სხვა ფორმით მიღებული ელექტრონული განაცხად ი;

ლ) სარჩელი – დებულები ს დანართი №1.1-ით დამტკიცებული ფორმა;

მ) მოსარჩელე მხარე – სარჩელის წარ მო მდგენი პირი, რომელიც ითხოვს ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას;

ნ) მოპასუხე მხარე – მხარე, რომელიც სარჩელში დასახელებულია როგორც ქონებრივი ზიანის მიმყენებელი;

ო) სამედიატორო შეთანხმება – შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან განსახილველად გადასცენ სამსახურს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე;

პ) ქონებრივი ზიანი – ზიანი, რომელიც დაკავშირებულია ფულად ერთეულში გამოხატულ გარკვეულ მატერიალურ დანაკარგთან. ქონებრივი ზიანი არა მხოლოდ იმ ზიანს მოიცავს, რომელიც მხარის საკუთრებას მიადგა, არამედ იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს აგრეთვე მხარისათვის ჯანმრთელობის მოშლას თან (შრომისუნარიანობის დაკარგვა და შემცირება) , ჯანმრთელობის აღდგენა სთან (მაგ. : პროტეზირება, განსაკუთრებული მოვლა, სამკურნალო ხარჯები), დაკრძალვის ხარჯებ თან და სხვა;

ჟ)  წარმომადგენელი – პირი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია წარადგინოს მხარე;

რ)      მტკიცებულება – წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა- განმარტება, ექსპერტის, სპეციალისტის დასკვნა, კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება და სხვა;

ს) მესამე პირი – დაინტერესებულ ი პირი, რომლის მიმართ დავაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ან რომელიც აცხადებს მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე.

    მუხლი 3. სამედიცინო მედიაციის წარმოების პრინციპები

1. სამსახური უფლებამოსილია სარჩელი განიხილოს და მიიღოს მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია კერძო ხასიათის ისეთ ქონებრივ დავაზე, რომელიც წარმოშობილია 2012 წლის 1 მარტის შემდგომ:

ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის;

ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;

გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის.

2. სამსახური განიხილავს სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მ იმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას, ამასთან:

ა)თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა;

ბ)თუ მხარეებს შორის არ არის დადებული ხელშეკრულება ან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, დავას განიხილავს სამსახური და გამოაქვს რეკომენდაცია. თუ მხარეები არ ეთანხმებიან რეკომენდაციას, დავის არსებით განხილვას, მხარის მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყებს სასამართლო.

 3. თუ სამედიცინო მომსახურების/სამედიცინო დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, დავა შეიძლება განიხილოს სამსახურმა ან მხარეებმა პირდაპირ მიმართონ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა მ შემთხვევაში სამსახური დავის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე პუნქტებში განხილული სქემით და გამოაქვს გადაწყვეტილება (თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან სამსახურის მეშვეობით დავის განხილვაზე) ან გამოაქვს რეკომენდაცია (თუკი ასეთი შეთანხმება არ არსებობს).

4.  სამსახური დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, რომლებიც პროცესის წარმოებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

5.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონი თ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი თ , „პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი თ , „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებ ათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლი ს №80 დადგენილებით, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მ იწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის № 177 დადგენილებით და სხვა ნორმატიული აქტებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

    მუხლი 4.     მედიატორთა რაოდენობა, უფლებამოსილებები, ინტერესთა კონფლიქტი და პასუხისმგებლობა

1. მედიატორი ვალდებულია თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი ან/და მოახდინოს რეაგირება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე.

2. თუ მათი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მედიატორს უფლება არა აქვს:

ა) გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამედიცინო მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით;

ბ) მედიაციისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით, გარდა მედიატორისათვის განკუთვნილი ანაზღაურებისა;

გ) იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარედ მონაწილეობს ის ორგანიზაცია, რომელშიც მას უკავია თანამდებობა ან იმყოფება შრომით ურთიერთობებში;

დ) იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარე არის მისი ახლო ნათესავი.

3. მედიატორი, რომელსაც საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სამსახურს და უარი განაცხადოს სამედიცინო მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე.

4. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.

5. დავა შეიძლება განიხილოს ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა. დავის განხილვისას მედიატორთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.

6. მედიატორის/მედიატორების უფლებამოსილებით აღჭურვა ხდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით;

7. ერთზე მეტი მედიატორის მიერ კონკრეტული დავის განხილვისას, მედიატორები ირჩევენ თავმჯდომარეს.

8. მხარეთა სასარგებლოდ საკითხი უნდა გადაწყდეს განხილვის მონაწილე მედიატორთა ხმ ათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 5. სარჩელი და შესაგებელი

1.  სამსახურს ქონებრივი ზიანის საკითხებზე წარედგინება სარჩელი რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით დამტკიცებულ ფორმას (დანართი №1.1). სამსახურს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.

2. თუ სამსახურში შემოსული განცხადება შეიცავს მოთხოვნას მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სამსახური 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შეტყობინებას განმცხადებელს ამ მოთხოვნის სარჩელის დამტკიცებული ფორმით წარმოდგენის თაობაზე.

3 . სამედიცინო მედიაციის პროცეს თ ან დაკავშირებული დავების განმხილველი ორგანო ამოწმებს სამსახურში შემოსული სარჩელის შესაბამისობას ამ დებულებით დადგენილ სარჩელის ფორმასთან.

4.  იმ შემთხვევაში, თუ და დ გინდება სარჩელის შეუსაბამობა დამტკიცებული სარჩელის ფორმასთ ა ნ, სამსახურს გამოაქვს დადგენილება ხარვეზის თაობაზე და მის გამოსასწორებლად მხარეს განუსაზღვრავს დადგენილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადას.

5. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ აღმოფხვრის ხარვეზს დადგენილ ვადაში, მაშინ სამსახური უარს აცხადებს სარჩელის განხილვაზე.

6. სარჩელის წარმოებაში მიღებიდან სარჩელი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

7. მოპასუხეს შეუძლია წარმოადგნოს შესაგებელი (დანართი №1.2), სარჩელის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამ დებულებით დამტიცებული ფორმის შესაბამისად. სამსახურს უნდა წარედგინოს შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოსარჩელეა.

8 . თუ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს შესაგებელს, სამსახური განაგრძობს საქმის განხილვას.

9 .  შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სარჩელის ცნობად.

10.     მხარეებს შეუძლიათ სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც უკავშირდება დავას ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.

11.     თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავის განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი/შეგებებული სარჩელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, გონივრულ ვადაში, თუ ამას სამსახური მიიჩნევს მიზანშეწონილად.

    მუხლი 6. დავების განმხილველი ორგანოს უარი სარჩელის განხილვაზე

სამსახური სარჩელს არ განიხილავს, თუ:

ა) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ბ) სარჩელი შეტანილია განმეორებით იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იგივე საფუძვლით და გამოტანილია სამსახურის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია;

გ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

დ)     სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ;

ე) დავა არ შეიძლება იყოს სამსახურის განხილვის საგანი;

ვ)  სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ზ)      იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს.

    მუხლი 7. მედიაციის პროცესის წარმოება და ადგილი

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული,სამსახური უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით,სამსახური ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა მედიაციის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.

2. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, სამსახურს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებებისა და საბუთების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3 . საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს წინასწარ ეცნობებათ სხდომისა და მოსმენის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნ ე ს წერილობითი მიმართვა დაზღვეული წერილის სახით ან კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები (ელ. ფოსტა, ტელეფონი).

4 .  მედიაციის პროცესი ფორმდება წერილობით, ოქმის სახით.

5 .  მედიაციის პროცესი მიმდინარეობს სამსახურის განთავსების ადგილას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

6. სამედიცინო მედიაციის პროცესის წარმოების ენაა ქართული. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თარჯიმნის გამოყენება.

7. სამედიცინო მედიაც ი ის პროცესში თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არაახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინოს განცხადების ან დოკუმე ნ ტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

8. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს სამსახურს ერთ-ერთი მხარე, უნდა გაეცნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სამსახურმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.

9. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული.

10. მედიაციის პროცესის მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია დაიცვას მედიაციის საკითხის განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

11. მედიაციის პროცესში გამოყენებული კომპენსაციის პრინციპები განისაზღვრება დანართი №1.3-ის შესაბამისად.

12. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/ რეკომენდაცია ან დადგენილება ფორმდება წერილობით.

    მუხლი 8. სამედიცინო მედიაციის პროცესის ვადები

1. სამსახური ვალდებულია სარჩელის დამტკიცებული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში გადაწყვიტოს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი.

2. სარჩელის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს სამსახურში სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღე.

    მუხლი 9. ექსპერტის/ სპეციალისტის დანიშვნა

1.  მედიაციის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს დავასთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული, სარჩელთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

3. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ სამსახური მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით, მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.

    მუხლი 10. სამსახურის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია

1. სამსახური უფლებამოსილია:

ა)  დააკმაყოფილოს სარჩელი;

ბ)  ნაწილობრივ დააკმაყოფილოს სარჩელი;

გ)  არ დააკმაყოფილოს სარჩელი;

დ) დაამტკიცოს მხარეთა მორიგება;

ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება.

2.  დავების განმხილველი ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების წარდგენა მედიაციის საბჭოსათვის

 1. სამსახურის მიერ მხარისათვის ქონებრივი ზიანის თაობაზე მიღებული რეკომენდაცია ან გადაწყვეტილება ძალაში შესვლამდე საჭიროებს მედიაციის საბჭოს დადასტურებას.

 2. მედიაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით ეგზავნება სამსახურს მედიაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

3.საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი-სამინისტროს აპარატი.

    მუხლი 12.       სამედიცინო მედიაციის პროცესის შეწყვეტა, გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ძალაში შესვლა

1.  მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ რეკომენდაცია ძალაში შედის მედიაციის საბჭოს მიერ მისი დადასტურების დღიდან.

2. ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

3. სამსახური უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება სამედიცინო მედიაციის პროცესის განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

  ა)     მოსარჩელე უარს აცხადებს სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპასუხე წინააღმდეგია განხილვის შეწყვეტისა და სამსახური მიიჩნევს, რომ მოპასუხეს აქვს დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ) მხარეები შეთანხმდნენ სამსახურში მიმდინარე დავის განხილვის შეწყვეტაზე.

4. სამსახური ვალდებულია მიიღოს დადგენილება სამედიცინო მედიაციის პროცესის განხილვის შეწყვეტის შესახებ, კანონით დადგენილ სხვა შემთხვევაში.         

5. განხილვის შეწყვეტის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში სამსახური ვალდებულია გამოიტანოს დადგენილება განხილვის შეწყვეტის შესახებ.

    მუხლი 13. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა

1. სამსახურის მიერ მიღებული რეკომენდაცია ნებაყოფლობითია მხარეთათვის. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ეთანხმება მიღებულ რეკომენდაციას ან მხარე თავს არიდებს რეკომენდაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მხარე ი მა ვე საფუძვლით ი მა ვე დავაზე მიმართავს სასამართლოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჩივარი სამედიცინო მედიაციის პროცესის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობის, აღსრულებისა ან გაუქმების თაობაზე შესაძლებელია წარდგენილ იქნ ე ს სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 90 დღის განმავლობაში.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აფერხებს მის აღსრულებას.

    მუხლი 14.       სამედიცინო მედიაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი გადაწყვეტილება

1.    თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს, მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ, უფლება აქვს:

ა)  მოსთხოვოს სამსახურს, გაასწოროს უსწორობ ა, რომელიც დაშვებულ იქნა გადაწყვეტილებაში, მოცემულ გაანგარიშებ ა ში, აგრეთვე, მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი უსწორობანი ;

ბ) მოსთხოვოს სამსახურს, მისცეს განმარტება გადაწყვეტილებაზე/რეკომენდაციაზე .

2. სამსახურმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოთხოვნის მიღებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეიტანოს გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება/შესწორება უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ნაწილია.

3.  სამსახური უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული უსწორობა .

4. სამსახურს თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით, მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ, უფლება აქვს სამსახურის გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც გაცხადებული იყო მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში.

5. სამსახურმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

6. სამსახურს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს უსწორობა , მისცეს განმარტებ ა, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან სამსახურის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

    მუხლი 15.       დავების განმხილველი ორგანოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება

1. სამსახურის მიერ სარჩელის განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სამსახურს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამედიატორო შეთანხმებას.

2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, სამსახური მიი ღ ებს გადაწყვეტილებას შემდეგი ღონისძიებების განხორციელების თობაზე:

ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;

დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.

3 . სამსახურს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

    მუხლი 16.       სამსახურის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები

1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს სამსახურს სარჩელის ამ დებულების მე- 15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

 2. თუ პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, ან/ და წარმოადგინოს ცნობა საჯარო რეესტრ ის ეროვნული სააგენტოდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

3. სამსახური უფლებამოსილია, მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.   

4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით.

5. მხარეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 17.       სამსახურის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება

სამსახური უფლებამოსილია, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით განსაკუთრებულ შემთხვევებში.

    მუხლი 18.       სამსახურის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს:

ა) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფისათვის;

ბ) სამედიცინო მედიაციის პროცესში საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებისათვის.

    მუხლი 19.   სასამართლოს მიერ სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უკან დაბრუნება

1. სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შეჩერებისა და სამსახურში საქმის დაბრუნებისას, სამსახური განაახლებს საკითხ ი ს განხილვას გაუქმების საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განხილულ შემთხვევაში, სამსახური საკითხს განიხილავს იმ ვადაში, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდესის 35635 მუხლით გათვალისწინებული ვადის დაცვას.

    მუხლი 20. სამედიცინო მედიაციის განხილვის ხარჯები

1. სამედიცინო მედიაციის მომსახურების საფასურის გადახდევინება წარმოებს:

ა) სარჩელზე;

ბ) შეგებებულ სარჩელზე.

2. სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პირისათვის განისაზღვრება 500 ლარით, რომელიც შეიტანება მხარის მიერ სამსახურის ანგარიშზე. იურიდიულ პირს უბრუნდება მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური, თუ ფიზიკური პირის მიმართ დავა დასრულდა იურიდიული პირის სასარგებლოდ.

3. თუ ერთ სარჩელში ერთი ან სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მომსახურების საფასური გადაიხდევინება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე.

4. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: სამსახურის მომსახურების საფასური და სპეციალისტისათვის, ექსპერტებისათვის და თარჯიმნისათვის ასანაზღაურებელი თანხები.

5. სამსახურს, ცალკეულ შემთხვევებში, შეუძლია მხარეს გადაუდოს ან განუწილვადოს მომსახურების საფასურის გადახდა.

6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან საქმის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში, სამსახურის მომსახურების საფასურ ის ოდენობა ნახევრდება. ხოლო , სარჩელის განუხილველად დატოვებისას გადახდილი მომსახურების საფასური მხარეს უბრუნდება მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია დადგენილების ჩაბარებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

7. სამსახურის მომსახურების საფასური წინასწარ შეაქვს მოსარჩელეს, ხოლო დავის გ ანხილვასთან დაკავშირებული ხარჯები – მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

8. იმ მხარის მიერ გაღებული დავის განხილვის ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორემ ხარეს, თუ იგი იურიდიული პირია.

9 . თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ, თუ მოსარჩელემ, მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხე ფიზიკურმა პირმა ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით, სამსახური მოსარჩელეს უბრუნებს დავის განხილვისათვის გადახდილ საფასურს.

დანართი №1.1

სარჩელი

სსიპ – სამედიცინო მედიაციის სამსახური

მოსარჩელე:

________________________              ______________________         ___________________

სახელი, გვარი /სახელწოდება                 პირ/საიდენტ. №                              ფაქტობრივი მისამართი

______________________________________          ______________________________________

ალტერნატიული მისამართი                                     სამუშაო ადგილის მისამართი

_____________________________________       __________________________________________

          ტელეფონი,         მობილური,                                                  ელექტრონული ფოსტა

მოსარჩელის წარმომადგენელი:

______________________________       ________________________    _________________________

სახელი, გვარი                                                   პირ/საიდენტ. №                              ფაქტობრივი მისამართი

______________________________________          ______________________________________

ალტერნატიული მისამართი                                                 სამუშაო ადგილის მისამართი

_________________________________________________________________________________

          ტელეფონი,                     მობილური,             ელექტრონული ფოსტა

მოპასუხე

___________________________        ________________________        _________________________

სახელი, გვარი /სახელწოდება                             პირ/საიდენტ. №                              ფაქტობრივი მისამართი

______________________________________          ______________________________________

ალტერნატიული მისამართი                                           სამუშაო ადგილის მისამართი

_________________________________________________________________________________

ტელეფონი,         მობილური,        ელექტრონული ფოსტა  

საკონტაქტო პირი:

________________ ________________      _________________   _____________________

სახელი, გვარი               სახლ. ტელეფონი                      მობილური                     ელექტრონული ფოსტა

სამედიცინო მედიაციის პროცესში დასაბარებელ პირთა სია :

დასაბარებელ პირთა სტატუსი (მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი თარჯიმანი)

____________          ______________ ________________     _______________   ________________

სახელი, გვარი         პირადი ნომერი    სამუშაო ადგილი            მობილური    ელექტრონული ფოსტა

___________________________________           ___________________________________

მოწვეული პირის სტატუსი,                                                                          სახელი, გვარი

___________________________________      ___________________________________

მოწვეული პირის სტატუსი,                                                                            სახელი, გვარი

__________________________________        ____________________________________

მოწვეული პირის სტატუსი,                                                                            სახელი, გვარი

მოთხოვნა:

________________________________________________________________________________________

დავის ფაქტობრივი გარემოებები:

 სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნას :

__________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

_____________________________

შუამდგომლობები:

1.______________________________________________________________________________________

არგუმენტაცია

2. შუამდგომლობები:

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით:

დიახ □            მორიგების პირობები:     

არა □

ხარ თუ არა თანახმა, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე:

დიახ      □                       არა □

დაგჭირდებათ თუ არა თქვენ ან/და დასაბარებელ პირს თარჯიმანი საქმის ზეპირი განხილვისას:

დიახ      □                       არა □           რომელი ენის მცოდნე?

ხართ თუ არა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში:

დიახ      □                       არა □

თუ ხართ, გთხოვთ მიუთითოთ თქვენი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა:

__________________________________

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:

დიახ      □                  არა □

თანდართული საბუთების ნუსხა

1.

2.

ფურცლების საერთო რაოდენობა

_____________        __________________       _______________________

ხელმოწერა                        სახელი და გვარი                        თარიღი

დანართი № 1.2

შესაგებელი

სსიპ – სამედიცინო მედიაციის სამსახურს

 მოსარჩელე :                                                                              მედიატორი:

  ---------------------------                                              ------------------------------------------           

   სახელი,გვარი/სახელწოდება                                              სახელი, გვარი

მოპასუხე:

_____________________      ______________________        ___________________

სახელი, გვარი /სახელწოდება                 პირ/საიდენტ. №                  ფაქტობრივი მისამართი

______________________________________          ______________________________________

ალტერნატიული მისამართი                                           სამუშაო ადგილის მისამართი

_________________________________________________________________________________

ტელეფონი,         მობილური,        ელექტრონული ფოსტა

მოპასუხის წარმომადგენელი:

____________________________      ________________________        _________________________

სახელი, გვარი                                                   პირ/საიდენტ. №                              ფაქტობრივი მისამართი

___________________________________           ______________________________________

ალტერნატიული მისამართი                                           სამუშაო ადგილის მისამართი

___________________________________________________________________________________

          ტელეფონი,                           მობილური,              ელექტრონული ფოსტა

საკონტაქტო პირი:

________________ ___________________     _____________  ________________________

სახელი, გვარი               სახლ. ტელეფონი                      მობილური               ელექტრონული ფოსტა

სამედიცინო მედიაციის პროცეს ში დასაბარებელ პირთა სია :

დასაბარებელ პირთა სტატუსი  (მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი)

___________________  ___________________  ______________            __________________

სახელი, გვარი                           სახლ. ტელეფონი          მობილური               ელექტრონული ფოსტა

___________________  ___________________  ______________            __________________

სახელი, გვარი                           სახლ. ტელეფონი          მობილური               ელექტრონული ფოსტა

___________________  ___________________  ______________            __________________

სახელი, გვარი                           სახლ. ტელეფონი          მობილური               ელექტრონული ფოსტა

ცნობთ თუ არა სარჩელს?

დიახ      □                  არა □                    ნაწილობრივ □

მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მიერ მითითებულ დავის ფაქტობრივ გარემოებებზე :

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

 მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს?

დიახ      □             არა □

მიგაჩნიათ თუ არა, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს?

დიახ      □             არა □

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქმისწარმოება უნდა შეჩერდეს?

დიახ      □             არა □

ხომ არ აპირებთ, შეგებებული სარჩელის აღძვრას?

დიახ      □             არა □      რომელი საფუძვლით?

მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასა და მის სამართლებრივ საფუძვლებზე:

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შუამდგომლობები:

1.______________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

არგუმენტაცია

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

2. შუამდგომლობები:

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

არგუმენტაცია

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

თანახმა ხართ თუ არა, რომ საქმე დაამთავროთ მორიგებით:

დიახ      □   მორიგების პირობები:     

არა □

ხარ თუ არა თანახმა საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე:

დიახ      □             არა □

დაგჭირდებათ თუ არა თქვენ ან/და დასაბარებელ პირს თარჯიმანი საქმის ზეპირი განხილვისას:

დიახ      □             არა □           რომელი ენის მცოდნე?

ხართ თუ არა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში:

დიახ      □             არა □

თუ ხართ, გთხოვთ მიუთითოთ თქვენი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა:

__________________________________

თანახმა ხართ თუ არა, რომ წერილობითი მასალები მიიღოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:

დიახ      □             არა □

თანდართული საბუთების ნუსხა

1.

2.

ფურცლების საერთო რაოდენობა

_____________        __________________            _______________________

ხელმოწერა                        სახელი და გვარი                        თარიღი

დანართი №1.3

სამედიცინო მედიაციის პროცესში გამოსაყენებელი კომპენსაციის პრინციპები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  აღნიშნული დანართით განსაზღვრული კომპენსაციის პრინციპები მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო მომსახურების ფარგლებში, თუ მხარეთა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.  კომპენსაციის პრინციპები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე თუ ქონებრივი ზიანი არ არის გამოწვეული მხარის ქმედებით.

    მუხლი 2. პაციენტი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი

1.პაციენტისათვის, რომლის სამედიცინო მომსახურება განხორციელდა სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ან პაციენტისათვის, რომლის სამედიცინო მომსახურება/სამედიცინო დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში და:

ა) თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ანაზღაურდება გაწეული/გასაწევი სამედიცინო მომსახურების საფასური;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯანმრთელობის აღდგენისათვის საჭირო გახდა დამატებითი მკურნალობა/რეაბილიტაცია–,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხასთან ერთად, პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი უხდის მკურნალობის/რეაბილიტაციის ღირებულებას გაწეული/გასაწევი სამედიცინო მომსახურების ღირებულების მიხედვით;

გ)  პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულად აღდგენა (პროცესი შეუქცევადია), სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება პაციენტის სასარგებლოდ:

გ.ა) ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;

გ.ბ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საჭირო გახდა დამატებითი მკურნალობა – ,,გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხასთან ერთად, პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი უხდის დამატებით გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურს;

  დ) თუ პაციენტს, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მხარეს დაეკისრება მიყენებული ზიანი;

ე) თუ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში ლეტარული შედეგი სამედიცინო დაწესებულების მიზეზითაა გამოწვეული, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება მიყენებული ზიანი.

2.  იმ შემთხვევაში,თუ სახელმწიფო,ადგილობრივი,ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პაციენტის სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას ბენეფიციარს გადახდილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე გადასახადი, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ბენეფიციარის სასარგებლოდ გადახდილი მომსახურების საფასური.     

3.  თუ პაციენტის ქმედების შედეგად სამედიცინო დაწესებულებას მიადგა ქონებრივი ზიანი – პაციენტს დაეკისრება სამედიცინო დაწესებულების სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    მუხლი 3. პაციენტი – სადაზღვევო კომპანია

1.  პაციენტი, რომელიც დაზღვეულია სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში და სადაზღვევო კომპანიის მიერ დაირღვა პოლისით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობები, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრება დაზღვეულის სასარგებლოდ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

2.  პაციენტი, რომლის სამედიცინო მომსახურება/ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაირღვა პოლისით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობები, სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის სასარგებლოდ დაეკისრება მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

3.  თუ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ლეტალური შედეგი სადაზღვევო კომპანიის მიზეზითაა გამოწვეული, სადაზღვევო კომპანიას დაეკისრება მიყენებული ზიანი.

4.  თუ პაციენტს, სადაზღვევო კომპანიის ქმედების შედეგად, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, მხარეს დაეკისრება მიყენებული ზიანი.

5.  თუ პაციენტის ქმედების შედეგად სადაზღვევო კომპანიას მიადგა ქონებრივი ზიანი – პაციენტს დაეკისრება სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    მუხლი 4. სამედიცინო დაწესებულება – სადაზღვევო კომპანია

1.  თუ სახელმწიფო, ადგილობრივი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ან სამედიცინო მომსახურება/ ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში: სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას ეკისრება გადასახდელი თანხის ანაზღაურება და სამედიცინო დაწესებულების სასარგებლოდ, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, დაეკისრება პირგასამტეხლო, ხოლო თუ სამედიცინო მომსახურება/ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

2.  მონიტორინგის (ინსპექტირების) ან სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების არასწორი კორექტირებისას სადაზღვევო კომპანიას ეკისრება გადასარიცხი თანხის გადახდა და მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

3.  თუ სამედიცინო დაწესებულების ქმედების შედეგად სადაზღვევო კომპანიას მიადგა ქონებრივი ზიანი, სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრება სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.