1. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებებია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება.

2. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

3. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, გამოიყენება ამ კანონის 9117
მუხლის მე-2 პუნქტი.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012