1. ფაქტების კონსტატაცია არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებადი საქმიანობა.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას.

3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

თავი XVI3

სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012