„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №28/ნ

2013 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, №140, 29.10.2010. მუხ. 201) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

,,31. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ან/და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში არაქართულენოვანი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ოლიმპიადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს იმ ენაზე, რომელზეც ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმდინარეობს სწავლება.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს უცხოურ ენად  ჩააბაროს ის ენა, რომელზეც აბარებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ან/და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგანს/საგნებს“.

  ბ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. გარდამავალი დებულებები

 1. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და მან 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წლების ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაიარა რეგისტრაცია ან/და ვერ გამოცხადდა ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში.

 2. ამ წესის მე-6 მუხლის 31 და 32 პუნქტები გავრცელდეს ოლიმპიადის იმ მონაწილეზე, რომელიც მონაწილეობას იღებს 2012-2013 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.02.2013.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №28/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016548.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28/ნ, 14.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016548 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1844648/