თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2013 წლის 15 თებერვალი ქ.თელავი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანდართული დებულება.
|
ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგონში _ სამსახური) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,კულტურის შესახებ“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება;
გ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება თვითმმართველი ორგანოებისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
დ) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ვ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
ზ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისგან:
ა) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება.
1. კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და ქმნის ერთიან საინფორმაციო ბაზას;
ბ) იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში;
გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.
2. სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
გ) თანამშომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მათი მონაცემთა ბაზით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებული უზრუნველყოფა გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულეების დახმარებით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, ბავშვთა სახლების აღსაზრდელების სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ზ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 6. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების
მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
3. ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
1. სამსახურის განყოფილების მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.