თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2013 წლის 30 მარტი ქ.თელავი |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
|
ძეგლთა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,კულტურის შესახებ“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა.
გ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
2. განათლების განყოფილება.
ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და ქმნის ერთიან საინფორმაციო ბაზას;
ბ) იღებს ზომებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში;
გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.
2. განათლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობას და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას.
2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
3. ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს
2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და განყოფილების უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.03.2013. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016118.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №19, 30.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016118 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1884644/