თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2013 წლის 15 თებერვალი ქ.თელავი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის თანდართული დებულება.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის
სამსახურის დებულება
1. მუნიციპალიტეტის (შემდგომ – სამსახური) საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემდეგ საკითხებს:
ა) ბიზნესის მოზიდვა და მათთან ურთიერთობა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება;
გ) მუნიციპალური პროგრამების ინიციირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია;
დ) მუნიციპალიტეტის არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის შექმნა;
ე) მიზნობრივი პროგრამებისა და შეთავაზებების შემუშავება/შექმნა;
ვ) შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
თ) მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირება, კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ი) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან;
კ) ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;
ლ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება;
ნ) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.02.2013. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016111.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №12, 15.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1847494/