თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2014 წლის 28 თებერვალი ქ. თელავი |
|
და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომ - სამსახური) ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემდეგ საკითხებს:
ა) ბიზნესის მოზიდვა და მათთან ურთიერთობა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება;
გ) მუნიციპალური პროგრამების ინიციირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია;
დ) მუნიციპალიტეტის არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის შექმნა;
ე) მიზნობრივი პროგრამებისა და შეთავაზებების შემუშავება/შექმნა;
ვ) შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
თ) მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიცირება, კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.
ი) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან;
კ) ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;
ლ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება;
ნ) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი.
ო) ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;
პ) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;
ჟ) ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა;
რ) უშუალოდ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო - საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება - შეგროვებაში, ტურიზმსა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში;
ს) კურორტების და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგის განხორციელება;
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამსახურის მოსამსახურეები.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებას.
1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.