მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2013 წლის 13 მარტი დ. მესტია |
|
ურთიერთობის სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,სიტყვისა და თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა მესტია, სეტის მოედანი №-1.
ა) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
გ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებასა და მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს სამუშაოთა გეგმების მომზადებას;
დ) მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული მასალების მომზადებას;
ე) გამგეობის სამსახურებისა და გამგებლის რწმუნებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებულ საქმიანობას;
ვ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
თ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
1. სამსახურის უფროსის ფუნქციები:
ა)საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ხელმძღვანელობა;
ბ)გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირების პროცესზე ზედამხედველობა; საზოგადოების ინფორმირების პროცესზე პასუხისმგებლობა;
გ) მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის და მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროცესზე პასუხისმგებლობა;
დ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნება, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის მოსახლეობისათვის გაცნობის პროცესში მონაწილეობა;
ე) გამგებლის პრესკონფერენციების, მოსახლეობასთან შეხვედრების და სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვის პროცესის ხელმძღვანელობა;
ვ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა;
ზ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ორგანიზება;
თ) სამუშაო თათბირებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება;
ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინირება;
ლ) გამგეობის ვებგვერდისათვის ტექსტური მასალების, ასევე აუდიო და ვიდეოსიუჟეტების მომზადება;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ბ) პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ი) წყვეტს სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელია ამ სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე;
კ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მინიჭებულ ფუნქციებს.
2. დაფინანსება ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ყველა მატერიალური ფასეულობა აისახება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსზე.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.