ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან;
ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 22 სამუშაო დღის
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-827(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
…არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. დასახელებული მე-14 და მე-15 მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს…
საქმე №ბს-1255(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
…მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლებით შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ გუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. კასატორის…
…ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის,,ე“ ქვეპუნატი და მე-14 მუხლი. აპელანტი მიიჩნევს, რომ კლინიკის მიერ დარღვეულია დადგენილების მოთხოვნები, რის გამოც შემთხვევა შეუძებელია დაექვემდებაროს ანაზღაურებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ…
…დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა", რომლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვალი. სასამართლომ მიუთითა აღნიშნული დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3, მე-7, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20 მუხლებზე. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ავ--------–---------–---–-----–---კის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებისას გამოვლინდა პაციენტ…
…და სამართლებრივი საფუძვლები: აპელანტი ყურადღებას ამახვილებს "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, კერძოდ, დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლებზე და განმარტავს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება…
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 14, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017200 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1852448/muxli-14/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია