1. ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
3. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
4. რევიზიისას გამოყენებული იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები), ასეთის არსებობის შემთხვევაში, და სადავო შემთხვევების განხილვისას მიენიჭება უპირატესობა მათში მოცემულ რეკომენდაციებს. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება რეცენზენტთა დასკვნებ
მთავარი მონაცემები
ვადა3 წლის განმავლობაში
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-1355(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
…რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთანავე, საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებამდე, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გეგმური რევიზია უნდა განხორციელებულიყო ასანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც…
…„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა", რომლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვალი. სასამართლომ მიუთითა აღნიშნული დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3, მე-7, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20 მუხლებზე. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ავ--------–---------–---–-----–---კის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებისას გამოვლინდა პაციენტ…
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 16, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017200 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1852448/muxli-16/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია