1. მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, ან შემთხვევის დასრულებამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე, გარდა გარდაცვალებისა) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;
3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება, როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებისა ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.
4. შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არა უგვიანეს შემთხვევის დასრულების ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-132(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2022
…ნომრის მინიჭება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და კვლავ მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-2 თავის, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების…
საქმე №ბს-894(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტზე, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ პაციენტის მიერ უარი იქნა…
…წვივის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ფირფიტის და ჭანჭიკების გამოყენებით; დიდი წვივის დიაფიზი. ხელოვნური კოდი 6190000146, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.…
…სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო). სასამართლომ მიუთითა,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’ ’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-2 თავის, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების…
…(SUR3593606) იდენტურია საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1-ში მითითებული კოდის ICD10- R33-/-შარდის შეკავება, NCSP-/-KCSJ0--/-ცისტოსტომა-/-612-0---28-/-. საქართველოს მთავრობის 36-ე დადეგნილების, დანართი 1, მე-11 მუხლის, პირველი პუნქტის, შესაბამისად. მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.…
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 11, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017200 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1852448/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია