გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3137-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2--- წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,,მ---–---–--------–---------–-----–--------–-----------------------
წარმომადგენლები ---------–----–------------------
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–------------
დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილება ლ--–------------ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილება ბ--------------------------------------–-- მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 0- მაისის №0-/----- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 22 მარტის N4----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ლ--–------------ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში) (იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 07მაისის №0-/2---- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 11 დეკემბრის N------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 15 დეკემბრის N1------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის N2----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ბ--------------ს, მ-----------------–-ს მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში) (იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
1.10. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის N------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-36).
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 13 მარტის №0-/1----, 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7----, 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/-----, 2--- წლის 09თებერვლის №0-/7--- და 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილებების თანახმად, შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–---------------------’’ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად რიგი პაციენტების სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი-, ,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრებით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0- მაისის №0-/-----, 2--- წლის 07 მაისის №0-/2----, 2--- წლის 07 მაისის №0-------, 2--- წლის 07 მაისის №0------- და 2--- წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილებებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ,- ანაზღაურებას დაექვემდებარა ლ. აბასოვას, ბ.სორდიას და მ. მეტრეველის შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ 2---წლის 30ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №5---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ლ--–------------ა(დაბადებული 01.01.2----–--–-- შემთხვევის №2---------) 2--- წლის 17 ოქტომბერს მოათავსეს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: N0-.9 ნეფროზული სინდრომი დაუზუსტებელი ცვლილებით; J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი. მოკლე ანამნეზი: ,,პაციენტის ძირითადი დიაგნოზია იდიოპათიური ნეფროზული სინდრომი, იმყოფება ამბულატორიულად ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ გ. ინგოროყვას სახ. მაღალ ტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრში, იმყოფება იმუნოსუპრესულ თერაპიაზე. ამ ეტაპზე პაციენტი მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით იწვა რესპირატორულ დეპარტამენტში, საიდანაც 5დღის შემდეგ გადაყვანილ იქნა ნეფროლოგიურ დეპარტამენტში შემდგომი კვლევების ჩასატარებლად’’. ჩატარებული მკურნალობა: ცეფტრიაქსონი, ამლოდიპინი, მედროლი, ვიგანტოლი და ტაკროლიმუსი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (30.10.2---წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 1, ს.ფ. 67-68)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 30 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №5---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 70)
3.1.2. შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ 2---წლის 03მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - თ------------–---–-(დაბადებული 27.03.2---–--–---–---------------------- 2--- წლის 27აპრილს მოათავსეს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: D50.8 სხვა რკინადეფიციტური ანემიები. მოკლე ანამნეზი: ,,მშობლის გადმოცემით ბავშვს აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მენორაგია. ბოლო ერთი თვეა აღენიშნა სიფერმკრთალე, ძლიერი ადინამია. 24.0--ში აღენიშნა მუცლის ძლიერი ტკივილი, მენორაგია. სასწრაფო დახმარების ბრიგადით პაციენტი გადაყვანილი იქნა ბავშვთა ახალ კლინიკაში. ჩატარდა კვლევები, გინეკოლოგის კონსულტაცია (დაენიშნა კონტრაცეპტივი ,,იარინა’’ 3 თვე), სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ღრმა ანემია. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ჰემატოლოგის კონსულტაციის შესახებ. აღნიშნულის გამო მიმართეს მოსარჩელე კლინიკას’’. ჩატარებული მკურნალობა: ფერუმლეკი ი/მ, სანოვიტი, ფოლიუმის მჟავა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(03.05.2---წ.): დამაკმაყოფილებელი. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №8---(იხ. ტომი 1, ს.ფ. 127-128)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 03 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 129)
3.1.3. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 29აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №8--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - გ--–----------–---–ი (დაბადებული 16.0-.2---–--–---–----------------------- 2--- წლის 28 აპრილს მოათავსეს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S06.9ინტრაკრანიული ტრავმა, დაუზუსტებელი; S06.0თავის ტვინის შერყევა Commotio cerebri; S27.3 ფილტვის სხვა ტრავმები. მოკლე ანამნეზი: ,,მშობლის გადმოცემით დაახლოებით 15 საათზე ბავშვი გადმოვარდა მოძრავი მანქანიდან და დაეცა თავით ასფალტზე. აღენიშნა თავის ტკივილი, ღებინება, ძილიანობა. გონების კარგვის ეპიზოდი, ექსკორაციები თავის არეში, ცხვირის ტრავმა, სისხლდენა ცხვირიდან. მიყვანილ იქნა საგარეჯოს ს--------------–-, საიდანაც სიმძიმის გათვალისწინებით კმბ-ის მიერ გადაყვანილ იქნა მოსარჩელე კლინიკაში’’. ჩატარებული მკურნალობა: ანტიბიოტიკოთრერაპია, სიმპტომური მკურნალობა, მოცულობითი მხარდაჭერა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (29.0-.2---წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
2--- წლის 05 მაისს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: S---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №8---(იხ. ტომი 1, ს.ფ. 169-170)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 29 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ.ტომი 1, ს.ფ. 172)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 1, ს.ფ. 219-225)
3.1.4. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 02 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №8--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ს-------------დაბადებული 25.03.2----–--–-, შემთხვევის №6--------) 2--- წლის 26 აპრილს, მოათავსეს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S02.1 ქალა-ფუძის მოტეხილობა - საფეთქელ-კეფის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა მარცხნივ. მოკლე ანამნეზი: ,,უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, წონასწორობის დარღვევას, გულისრევის შეგრძნებას, ტკივილს მარცხენა ბარძაყის არეში, აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები მარცხნივ ბარძაყისა და სახისა და თავის თმიანი საფეთქელის არეში’’. ჩატარებული მკურნალობა: დეჰიდრატაციული და კალიუმდამზოგველი თერაპია, ანტიბიოტიკო და ტკივილგამაყუჩებელი თერაპია, ჭრილობების შეხვევები. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (02.05.2---წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. 2--- წლის 02 მაისს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: S---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №8---(იხ. ტომი 1, ს.ფ. 226-227)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 02 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 172)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 1, ს.ფ. 2---254)
3.1.5. შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ 2---წლის 19ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - დ---------–--ე (დაბადებული 16.03.2005 წელს, შემთხვევის №----------) 2--- წლის 16 ივნისს მოათავსეს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S82.3 დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა; S82.8 წვივის სხვა ნაწილების მოტეხილობა. მოკლე ანამნეზი: ,,მშობლის გადმოცემით ბავშვმა ტრავმა მიიღო კლინიკაში შევლამდე 4- წუთით ადრე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად (W13). უჩიოდა მარჯვენა წვივის არეში ტკივილს, დეფორმაციას და შეშუპებას, რის გამოც სსდ 112ბრიგადის მიერ მიყვანილ იქნა მოსარჩელე კლინიკაში’’.ჩატარებული მკურნალობა: მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირების გამოყენებით. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (19.06.2---წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
2--- წლის 19 ივნისს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: S---------/2.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 1, ს.ფ. 262-263)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 19 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 267)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 1, ს.ფ. 307-310)
3.1.6. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 07ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ბ--------------(დაბადებული 28.08.2012 წელს, შემთხვევის №4---------) 2--- წლის 14 ივნისს მოათავსეს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ კრიტიული მედიცინის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: J20.9. მწვავე ბრონქიტი დაუზუსტებელი; R11. გულისრევა და პირღებინება; J96.0. სუნთქვის მწვავე უკმარისობა; I27.2. სხვა მეორადი პულმონური ჰიპერტენზია; D15.1. გულის კეთილთვისებიანი სიმსივნე - რაბდომიომა; R62.0.განვითარების ეტაპების დაყოვნება; G4-.9. ეპილეფსია დაუზუსტებელი; G80.9.ბავშვთა ცერებრული დაბლა, დაუზუსტებელი; Q02. ჰიდრომიკროცეფალია; მიკროცეფალია. მოკლე ანამნეზი: ,,ავად არის მეორე დღეა, აღენიშნება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აღენიშნა გულყრის ეპიზოდები, კვების დროს ნაზოგასტრალური ზონდიდან გამოვლინდა სისხლიანი გამონადენი. ზემოაღნიშნულის გამო მიმართეს მოსარჩელე კლინიკას. პაციენტთან დიაგნოსტირებული არის რაბდოიომა, მიკროცეფალია, რეზისტენტული ეპილეფსია. აღენიშნება მძიმე ნევროლოგიური სტატუსი. გლობალური განვითარების ღრმა შეფერხება. ხშირად ავადობს ქვემო სასუნთქი გზების ინფექციებით’’. ჩატარებული მკურნალობა: ოქსიგენოთერაპია ნიღბით, depakini - ლებადი დოზით - 19/06/17-ში მოიხსნა, urosemid 7mg 1*, veroSpiron 1 mg 1*, rivotro 2 mg – 1/4 3*, ibuprofeni, normeg 20/06/17-დან მზარდი დოზით, ამჟამად 20mg/kg/day – 14-mh 2*. დესპირაციულ დეპარტამენტში გაგრძელდა მკურნალობის კურსი, ღებინების გამო ეძლეოდა ელექტროლიტური ხსნარი, რანიტიდინი ი/ე ინფუზური თერაპია. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (07.07.2---წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 1, ს.ფ. 311-312)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 07 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 313-314)
3.1.7. შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ 2---წლის 28ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მ------------------–- (დაბადებული 30.08.2011 წელს, შემთხვევის №4---------) 2--- წლის 26 ივნისს მოათავსეს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ რევმატოლოგიურ ცენტრში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: M35.9. შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება, დაუზუსტებელი; G4-.2. ლოკალიზებული(კეროვანი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით; G80.0. სპასტიური ცერებრული დამბლა. მოკლე ანამნეზი: ,,პაციენტი იმყოფება ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ დიაგნოზით - ბავშვთა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია. უტარდებოდა მკურნალობა - ფინლეფსინი, ეპიქსი. განახლებული გულყრების გამო დაემატა ლუმინალი 20.0-.17-დან 50 მგ. 22.0--დან ცხელება, ლიმფადენოპათია. ბინაზე უტარდებოდა მკურნალობა აზიტრომიცინი. შემდეგ მცხეთის სტაციონარში დაემატა აუგმენტინი. დაერთო პოლიმორფული გამონაყარი. დაწყებულ იქნა დექსამეტაზონი. 05.05 – 08.05 მკურნალობდა ბავშვთა ინფექციურ ს--------------–- დიაგნოზით: ინფექციური მონონუკლეოზი. კვლავ გრძელდებოდა დექსამეტაზონი. გამონაყარი გაფერმკრთალდა, თუმცა ყურადღებას იპყრობდა ჰიპერემია სახის არეში. ცხელება შეწყდა, გაეწერა ბინაზე. 11.05-დან კვლავ გამონაყარი, სისხლჩაქცევები. მოთავსდა ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში შონლეინ ჰენოხის დაავადების დიაგნოზით. ჩაუტარდა პულს თერაპია სოლუმედროლით, შემდეგ გადაყვანილ იქნა პერორალურ პრედნიზოლონზე დოზით 2 მგ/კგ. პრენდიზოლონის კლების ფონზე გამოიხატა კვლავ გამონაყარი. ტემპერატურული რეაქცია 38 გრადუსამდე, ინტენსიური ხველა. ჩაუტარდა კვლევა. პნევმონია გამოირიცხა. გულყრები გრძელდებოდა. ეპიქსი ნევროლოგის მიერ შეიცვალა ტოპეფსილით, ფინლეფსინი გაუგრძელდა. მოიმატა ლუმინალის დოზამ 75მგ-მდე. პაციენტს უგრძელდებოდა გამონაყარი, ჰიპერემია სახის არეში, ტემპერატურული რეაქციები, ინტენსიური ხველა. გაიგზავნა რევმატოლოგთან. ეჭვი იქნა მიტანილი შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებაზე - წამლისმიერი სისტ. წითელი მგლურა. მოთავსდა სტაციონარში’’. ჩატარებული მკურნალობა: პრედნიზოლონი 4-მგ, ომეპრაზოლი, კალციმერინი, ფინლეფსინი, ტოპეფსილი, ლუმინალი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისა (03.07.2---წ.): დამაკმაყოფილებელი. პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარული მკურნალობის გაგრძელებაზე და გაეწერა ბინაზე ხელწერილით.
2--- წლის 0- ივლისს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: 9---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 2, ს.ფ. 116-117)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 ივნისის და 03 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- და №----5 ცნობები, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 2, ს.ფ. 122-124)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 2, ს.ფ. 155-159)
3.1.8. შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ 2--- წლის 31ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - პ---------------–-–---–- (დაბადებული 09.01.2---–--–-- შემთხვევის №3---------) 2--- წლის 24 ივლისს მოათავსეს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: D72.1. ეოზინოფილია; D83.8. სხვა დაუზუსტებელი პელმინთოზები(ტოქსოკარიაზი). მოკლე ანამნეზი: ,,მშობლის გადმოცემით მე-8 დღეა ბავშვს აქვს ცხელება და ღებულობს ზინატს. აღნიშნულის ფონზე ცხელებამ არ იკლო, რის გამოც მიმართეს მოსარჩელე კლინიკას’’. ჩატარებული მკურნალობა: ceftriaxone, პულმიკორტით ინჰალაცია, ტიენამი, პრენნიზოლონი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (31.07.2---წ.): გაუმჯობესებული. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებში მითითებულია, რომ პაციენტს დაესვა ტოქსოკარიამის დიაგნოზი. ეწერება ბინაზე და მკურნალობას განაგრძობს ამბულატორიულად ექიმ პარაზიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----(იხ. ტომი 2, ს.ფ. 160-161)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 31 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 2, ს.ფ. 162)
3.1.9. შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ 2---წლის 27ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი- ა-–-----------–---–--დაბადებული 02.06.2---–--–-- შემთხვევის №1--------) 2--- წლის 26 ივლისს მოათავსეს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: G91.8. ჰიდროცეფალიის სხვა ფორმები. მოკლე ანამნეზი: ,,დედის გადმოცემით პირღებინება აღენიშნება დილის საათებში ბოლო 3 კვირის განმავლობაში’’. ჩატარებული მკურნალობა: შეთავაზებულ მკურნალობაზე მშობლებმა განაცხადეს უარი, ბავშვი გაეწერა სტაციონარიდან ხელწერილით. ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე, ხოლო პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (27.07.2---წ.): უცვლელი.
2--- წლის 27 ივლისს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: SU--------, ხოლო გამოსავალში მითითებულია: ,,დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 2, ს.ფ. 229-230)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 27 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 2, ს.ფ. 231)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 2, ს.ფ. 247-251)
3.1.10. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 19 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მარიამ გურასაშვილი (დაბადებული 10.12.2002წელს, შემთხვევის №4--6------) 2--- წლის 15 სექტემბერს მოათავსეს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: G54.9. ნერვის ფესვისა და წნულის დაზიანება, დაუზუსტებელი. მოკლე ანამნეზი: ,,მე-5 დღეა აღენიშნება წელის ტკივილი, სიარულის გაძნელება, ტკივილი ქვედა კიდურების არეში, პროგრესირებადი სისუსტე; არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, წინააღმდეგობის დაძლევა, კიდურების მოხრა-გაშლა’’. ჩატარებული მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(19.09.2---წ.): გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
2--- წლის 19 სექტემბერს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: S---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 2, ს.ფ. 252-253)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 19 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 3, ს.ფ. 2)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 3, ს.ფ. 28-32)
3.1.11. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 13 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4---- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი-ი---------------(დაბადებული 18.03.2----–--–-- შემთხვევის №1---------) 2--- წლის 12სექტემბერს მოათავსეს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: G44.8. თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები; H10.2. სხვა მწვავე კონიუნქტივები. მოკლე ანამნეზი: ,,პაციენტს, ანამნეზში პირველად, ბოლო 1 თვის განმავლობაში, აღენიშნება მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილები. ტკივილი არის ყოველდღიური, მუდმივი, არ ექვემდებარება სიმპტომურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. აღნიშნული ჩივილებით მიმართეს მოსარჩელე კლინიკას. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში ჩატარდა CT კვლევა, რომლის მიხედვით თავის ტვინის მწვავე სტრუქტურული დაზიანება გამოირიცხა. შემდგომი მეთვალყურეობისა და თავის ტკივილის მართვის მიზნით, პაციენტი გადაყვანილია ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტში’’. ჩატარებული მკურნალობა: ბებიტი. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (13.09.2---წ.): უცვლელი. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. აქვე მითითებულია, რომ პაციენტი უარს აცხადებს სტაციონარული მკურნალობის გაგრძელებაზე და ეწერება ბინაზე ხელწერილის საფუძველზე.
2--- წლის 13 სექტემბერს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: S---------, ხოლო გამოსავალში მითითებულია: ,,დაუსრულებელი მკურნალობა (ხელწერილის საფუძველზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----(იხ. ტომი 3, ს.ფ. 33-34)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 13 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 3, ს.ფ. 35)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 3, ს.ფ. 60-64)
3.1.12. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 29 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4---- ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №16--- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი-ზ-------–----------ე(დაბადებული 06.10.2001 წელს, შემთხვევის №5--------) 2--- წლის 22სექტემბერს მოათავსეს შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ აბდომინური და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: L08.9. კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. მოკლე ანამნეზი: ,,მშობლის გადმოცემით ბავშვმა დაახლოებით 4 დის წინ ტრავმა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში, აღენიშნა ექსკორიაცია, რომელიც დაინფიცირდა, გამოიხატა შეშუპება, ჰიპერემია, ადგილობრივად ჰიპერთერმია, რის გამოც მიმართეს მოსარჩელე კლინიკას’’. ჩატარებული მკურნალობა: ანტიბიოტიკო, ინფუზური თერაპია, სიმპტომური მკურნნალობა. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას (29.09.2---წ.): დამაკმაყოფილებელი. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები. 2--- წლის 29 სექტემბერს შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ხელოვნური კოდით: S---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №16---(იხ. ტომი 3, ს.ფ. 67-68)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 29 სექტემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №4---- ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა(იხ. ტომი 3, ს.ფ. 70)
- სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდული(იხ. ტომი 3, ს.ფ. 93-96)
3.1.13. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 22თებერვლის №3-------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევას №2---------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) - 4753.14, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 30ოქტომბრის №3-------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევებს - №3--------, №----------, №6--------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) -1775, 1157.75, 945.25, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 02ნოემბრის №3--------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევას - №----------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) -1260, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 14დეკემბრის №2---------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევებს - №4---------, №4---------, №3---------, №1--------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) - 6863.18, 1239.58, 805.86, 1350.36, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 31იანვრის №2--------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევებს - №4--6------, №1---------, №5--------; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) - 1785.96, 1350.36, 1350.36, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 22 თებერვლის №3-------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 39)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 30 ოქტომბრის №3-------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 39)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 02 ნოემბრის №3--------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 39)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 14 დეკემბრის №2---------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 39)
- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 31 იანვრის №2--------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 39)
3.1.14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტი ლ--–------------ა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ,,ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- 2--- წლის 17 ოქტომბრიდან 2--- წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით თერაპიული სტაციონარული მომსანურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: J20.9 მწვავე ბრონქიტი დაუზუსტებელი, -/------------- და 2--- წლის 17 ოქტომბრიდან 2--- წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: N0-.9 ნეფროზული სინდრომი -/-I---------/- I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა.
მიმწოდებელი არ დაეთანხმა სამედიცინო შემთხვევის ნაწილობრივ ანაზღაურებას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევას№2---------, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი
„არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-22 მუხლის, მე-5 პუნქტის, თანახმად. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 37-38)
3.1.15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტები: ს---–---–-----------------------------------–---–-----–- არინ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლენი. პაციენტებს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მომსახურება გაეწიათ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით.
პაციენტი თ------------–---–- მკურნალობდა 27.0-.2----დან 03.05.2----მდე დიაგნოზით: ICD10-D50.8 სხვა რკინადეფიციტური ანემიები, I დონის მკურნალობა/მოვლა. ხელოვნური კოდი 2------. წარდგენილი დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ პაციენტის მდგომარეობა და ჩატარებული მკურნალობა არ შეესაბამება I დონის მკურნალობა/მოვლის კრიტერიუმებს. შესაბამისად, შემთხვევას №3-------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1, მე-15 მუნლის, მე-2 პუნქტის, ე-ქვეპუნქტის თანანმად. (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურეის პირობებს).
პაციენტი გ--–-------–---–- მკურნალობდა 28.0-.2----დან 29.0-.2----მდე დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა. ICD10-S06. I დონის მკურნალობა/მოვლა,ხელოვნური კოდი: 2------, ხოლო 29.0-.2----დან 05.05.2----მდე დიაგნოზით ქალა ფუძის მოტეხილობა ICD10 S02.1, NCSP ZYZ.00. ხელოვნური კოდი S---------.
პაციენტი ხაფავა საბა მკურნალობდა 26.0-.2----დან 02.05.2----მდე დიაგნოზით: ქალას ფუძის მოტეხილობა, ICD10-S02.1, NCSP Z-----. ხელოვნური კოდი S---------. ხელოვნური კოდი S--------- ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან, აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა შეესაბამება საქართველოს მთავრობის, 36-ე დადგენილების, დანართი №1.2-ით დამტკიცებული კოდიფიკაციის კოდს ICD10 S06.3 თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, კონსერვატული მკურნალობა, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების II თავის 11 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად: მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადმოსცეს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემთხვევებს №6---------, №16-------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 4--41)
3.1.16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტი დ---------–--ე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- 2--- წლის 16 ივნისიდან 2--- წლის 19ივნისის ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: S82.3 დიდი წვივის დისტალური ბოლოს მოტეხილობა, ჩარევა; NGSJ41 -/- მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირების გამოყენებით, ხელოვნური კოდი - S---------, რომელიც ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მრიდან. აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილის დანართი №1-ში გაივლისწინებული კოდის, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევას №----------, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას" საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 43-44)
3.1.17. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტი ბ-------------- არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 14 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით - I დoნის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით: J96.0. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 2--- წლის 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით პაციენტი იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში. კლინიკის მიერ ამ პერიოდში ელექტრონულად ატვირთულია 2თერაპიული კოდი, დიაგნოზით: J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი და R11გულისრევა და პირღებინება. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. ინსპესტირების ეტაპზე თანმხლებ თერაპიულ კოდს (R11 გულისრევა და პირღებინება. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----) გასაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურება, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, შემთხვევას №4--------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი: ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
პაციენტი მ-----------------–- არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით დიაგნოზით: G4-.2 ლoკალიზებული (კეროვანი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. იგივე პერიოდში - 2--- წლის 26 ივნისიდან 28ივნისის ჩათვლით ელექტრონულად თანმხლებ კოდად მოწოდებულია კოდი S---------, დიაგნოზით, M35.9 შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. ინსპექტირების ეტაპზე თანმხლებ კოდს(M35.9 შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----) განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, შემთხვევას №4--------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი: ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად. ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
პაციენტი პ---------------–-–---–- არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით დიაგნოზით: D72.1 ეოზინოფილია. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს საბოოლოოდ დაესვა ტოქსოკარიაზის დიაგნოზი. შესაბამისად ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევას №3--------- განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანანმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
პაციენტი ალიკა ჯავახიშვილი არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 26 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით დიაგნოზით: G91.8 ჰიდროცეფალიის სხვა ფორმები. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტი საჭიროებდა ოპერაციულ მკურნალობას, რაზეც მშობელმა უარი განაცხადა. ელექტრონულად მიმწოდებლის მიერ პაციენტის დაყოვნება გადაცემულია 24 საათი და 6 წუთი. შესაბამისად ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევას №1-------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანანმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 46-47)
3.1.18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტი მ----------------–---–- არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. 2--- წლის 15 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: G54.9 ნერვის ფესვისა და წნულის დაზიანება, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: N----- ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მიწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტს ჩატარებული აქვს მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები. შესაბამისად შემთხვევას №4--6------ ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
პაციენტი ი--------------- არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. 2--- წლის 12 სექტემბრიდან 13სექტემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: G44.8 თავის ტკივილს სხვა დაზუსტებული სინდრომები. ჩარევის კოდი: A----- თავის და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტს ჩატარებული აქვს მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები. შემთხვევას №1--------- მონიტორინგის ეტაპზე და შესაბაბამისად ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას”, საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების. დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
პაციენტი ზ-------–----------ე არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. 2--- წლის 22 სექტემბრიდან 29სექტემბრის ჩათვლით, დიაგნოზთ; L08.9 კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: Z----- სტაციონარი. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს არ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. შესაბამისად ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევას №5-------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36- ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. ტომი 1, ს.ფ. 49-50)
3.1.19. შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ’’ 2---წლის 22 მარტს №4----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტის ლ--–------------ას სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ შემთხვევის ღირებულების სრულად ანაზღაურება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0- მაისის №0-/----- გადაწყვეტილებით შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 22 მარტის №4----- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამის სადავო შემთხვევაზე ინსპექტირების ეტაპზე მხოლოდ შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით ანაზღაურების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0- მაისის №0-/----- გადაწყვეტილება შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 22 მარტის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 52-54)
3.1.20. შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ’’ 2---წლის 11დეკემბერს №1------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0-/2---- გადაწყვეტილებით შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 11 დეკემბრის №1------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0-/2---- გადაწყვეტილება შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 11 დეკემბრის №1------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 55-57)
3.1.21. შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ’’ 2---წლის 15 დეკემბერს №1------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილებით შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 15 დეკემბრის №1------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილება შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 15 დეკემბრის №1------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 58-59)
3.1.22. შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ’’ 2---წლის 28 თებერვალს №2----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტების: ბ--------------ს, მ-----------------–-ს, პ---------------–-–---–-ს და ა-–-----------–---–-- სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ შემთხვევების ღირებულების სრულად ანაზღაურება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილებით შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მხოლოდ ბ-------------------------------–-- სამედიცინო შემთხვევების სააგენტოს მიერ შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილება შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 60-63)
3.1.23. შპს ,-----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ’’ 2---წლის 28 თებერვალს №2----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 64-66)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №----- ბრძანებით დამტკიცებული ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილება(ლ--–------------ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილება(ბ--------------------------------------–-- მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0-მაისის №0-/----- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 22 მარტის N4----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ლ--–------------ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 07მაისის №0-/2---- გადაწყვეტილება ,,შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 11დეკემბრის N------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07მაისის №0------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 15 დეკემბრის N1------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07მაისის №0------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28თებერვლის N2----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ბ--------------ს, მ-----------------–-ს მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის N------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილების(ლ--–------------ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების(ბ--------------ს, მ-----------------–-ს მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის 2--- წლის 09თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში - პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო(შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის(განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამავე დადგენილების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან;
ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 13 მარტის №0-/1---- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ პაციენტი ლ--–------------ა მკურნალობდა შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- 2--- წლის 17ოქტომბრიდან 2--- წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით თერაპიული სტაციონარული მომსანურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: J20.9 მწვავე ბრონქიტი დაუზუსტებელი, -/------------- და 2--- წლის 17 ოქტომბრიდან 2--- წლის 30ოქტომბრის ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: N0-.9 ნეფროზული სინდრომი -/-I---------/- I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. მიმწოდებელი არ დაეთანხმა სამედიცინო შემთხვევის ნაწილობრივ ანაზღაურებას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შეთხვევას №2---------, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-22 მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ორივე დიაგნოზი და ჩატარებული სამკურნალო მანიპულაციები არსებით კავშირშია ერთმანეთთან ანუ იურიდიულად ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო მითითებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%), თუმცა მიმწოდებელი არ დაეთანხმა და მოითხოვა სამედიცინო შემთხვევის სრულად ანაზღაურება.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას.
რაც შეეხება პაციენტ თ------------–---–-ს შემთხვევას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილების თანახმად პაციენტს-თინათინ სიხაშვილს შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოში’’ მომსახურება გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. ეს უკანასკნელი მკურნალობდა 27.0-.2----დან 03.05.2----მდე დიაგნოზით: ICD10-D50.8 სხვა რკინადეფიციტური ანემიები, I დონის მკურნალობა/მოვლა. ხელოვნური კოდი 2------. წარდგენილი დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ პაციენტის მდგომარეობა და ჩატარებული მკურნალობა არ შეესაბამება I დონის მკურნალობა/მოვლის კრიტერიუმებს. შესაბამისად, შემთხვევას №3-------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1, მე-15 მუნლის, მე-2 პუნქტის, ,,ე’’ ქვეპუნქტის თანანმად.
სასამართლო უთითებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ტ1 პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-20 პუნქტი, რომელიც განმარტავს, რომ გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში იგულისხმება გადაუდებელი(კრიტიკული) და სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენციების ტიპები(,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №------- ბრძანების დანართი №2-ის პირველი და მე-2 პუნქტები). „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №------- ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტის თანახმად კი, გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია არის სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად: ა)სიცოცხლის შემანარჩუნებელი; ბ)ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი.
გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დეფინიციას იძლევა ასევე ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №--- დადგენილების მე-2 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.
მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ პაციენტ თ------------–---–-ს დიაგნოზი და ჩატარებული ჩარევები არ გვაძლევს გადაუდებელი სტაციონარის შემადგენლობას, ვინაიდან შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 03 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2---- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) თანახმად, პაციენტის დიაგნოზს წარმოადგენდა D50.8 სხვა რკინადეფიციტური ანემიები. მოკლე ანამნეზი: ,,მშობლის გადმოცემით ბავშვს აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მენორაგია. ბოლო ერთი თვეა აღენიშნა სიფერმკრთალე, ძლიერი ადინამია. 24.0--ში აღენიშნა მუცლის ძლიერი ტკივილი, მენორაგია. სასწრაფო დახმარების ბრიგადით პაციენტი გადაყვანილი იქნა ბავშვთა ახალ კლინიკაში. ჩატარდა კვლევები, გინეკოლოგის კონსულტაცია (დაენიშნა კონტრაცეპტივი ,,იარინა’’ 3 თვე), სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ღრმა ანემია. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ჰემატოლოგის კონსულტაციის შესახებ. აღნიშნულის გამო მიმართეს მოსარჩელე კლინიკას’’. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ჩატარებულ მკურნალობაზე, სადაც მითითებულია: ფერუმლეკი ი/მ, სანოვიტი, ფოლიუმის მჟავა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ პაციენტ თინათინ სიხაშვილს ჩაუტარდა გეგმური კვლევები დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დაგეგმვის მიზნით და პაციენტი არ საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა მისი დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მიმწოდებლის მიერ არასწორად განხორციელდა სამედიცინო შემთხვევის კლასიფიცირება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოცემულობა.
პაციენტების: გ--–-------–---–-ს და ს------------ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7---- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ პაციენტი გ--–-------–---–- მკურნალობდა 28.0-.2----დან 29.0-.2----მდე დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა. ICD10-S06. I დონის მკურნალობა/მოვლა, ხელოვნური კოდი: 2------, ხოლო 29.0-.2----დან 05.05.2----მდე დიაგნოზით ქალა ფუძის მოტეხილობა ICD10 S02.1, NCSP ZYZ.00. ხელოვნური კოდი S---------. ხოლო პაციენტი ხაფავა საბა მკურნალობდა 26.0-.2----დან 02.05.2----მდე დიაგნოზით: ქალას ფუძის მოტეხილობა, ICD10-S02.1, NCSP Z-----. ხელოვნური კოდი S---------. შესაბამისად, ორივე სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელოვნური კოდი S--------- ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან, თუმცა აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა შეესაბამება საქართველოს მთავრობის, 36-ე დადგენილების, დანართი №1.2-ით დამტკიცებული კოდიფიკაციის კოდს ICD10 S06.3 თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, კონსერვატული მკურნალობა, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
შესაბამისად, შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ მიერ გ--–-------–---–-ს და ს------------ სამედიცინო შემთხვევების S--------- ხელოვნური კოდით სამინისტროსთვის მიწოდება, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტთან, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
რაც შეეხება პაციენტ დ---------–--ის შემთხვევას,- აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/----- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტი დ---------–--ე მკურნალობდა შპს,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- 2--- წლის 16ივნისიდან 2--- წლის 19 ივნისის ჩათვლით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: S82.3 დიდი წვივის დისტალური ბოლოს მოტეხილობა, ჩარევა; NGSJ41 -/- მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობის შიდა ფიქსაცია ჩხირების გამოყენებით, ხელოვნური კოდი - S---------, რომელიც ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მრიდან. აღნიშნული დიაგნოზი/ჩარევა იდენტურია საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილის დანართი №1-ში გაივლისწინებული კოდის, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ დ---------–--ის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ იყო მოთხოვნილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ჩარევა: NCSP-/-NGSJ41 ხელოვნური კოდით S--------- (), იდენტურია საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1.2-ში მითითებული კოდის: ICD10-S82.3 - დიდი წვივის დისტალური ნაწილის მოტეხილობა (), რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაშიც მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ანალოგიურად ადგილი აქვს №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
პაციენტ ბ--------------ს სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ პაციენტი ბ-------------- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 14 ივნისიდან 3ივლისის ჩათვლით - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზით: J96.0.სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 2--- წლის 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით პაციენტი იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში. კლინიკის მიერ ამ პერიოდში ელექტრონულად ატვირთულია 2 თერაპიული კოდი, დიაგნოზით: J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი და R11 გულისრევა და პირღებინება. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. ინსპექტირების ეტაპზე თანმხლებ თერაპიულ კოდს(R11 გულისრევა და პირღებინება. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----) განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურება, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, შემთხვევას №4--------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი: ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მიიჩნია, რომ კლინიკის მიერ აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა სრულად მიწოდებული უნდა ყოფილიყო ერთი პროგრამული კოდით, კერძოდ, J20.9 მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი, ხოლო, R11 გულისრევა და პირღებინება. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----, მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო ძირითად ნოზოლოგიურ კოდთან და მისი გამოცალკევება შეუძლებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. შესაბამისად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო მითითებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%), თუმცა მიმწოდებელი არ დაეთანხმა და მოითხოვა სამედიცინო შემთხვევის სრულად ანაზღაურება.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას.
რაც შეეხება პაციენტ მ-----------------–-ს სამედიცინო შემთხვევას, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების თანახმად, მ-----------------–- შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 26 ივნისიდან 1ივლისის ჩათვლით დიაგნოზით: G4-.2 ლoკალიზებული(კეროვანი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. იგივე პერიოდში - 2--- წლის 26ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად თანმხლებ კოდად მოწოდებულია კოდი S---------, დიაგნოზით, M35.9 შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. ინსპექტირების ეტაპზე თანმხლებ კოდს(M35.9შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანება, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----) განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, შემთხვევას №4--------- ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი: ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავროს 36-ე დადგენილება აფინანსებს მხოლოდ გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებს, ხოლო ამ პაციენტზე არსებული ფორმა №IV-100/ა-ის მიხედვით ჩატარებულია არა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, არამედ მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები. ჩატარებული მკურნალობაში კი მითითებულია: პრედნიზოლონი 4-მგ, ომეპრაზოლი, კალციმერინი, ფინლეფსინი, ტოპეფსილი, ლუმინალი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც ადგილი აქვს №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
პაციენტ პ---------------–-–---–-ს სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების თანახმად პაციენტი შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–--------------------–--- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 24 ივლისიდან 31ივლისის ჩათვლით დიაგნოზით: D72.1 ეოზინოფილია. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს საბოოლოოდ დაესვა ტოქსოკარიაზის დიაგნოზი. აღნიშნული ასევე დასტურდება 2--- წლის 31 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №----- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით. შესაბამისად ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევას №3--------- განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანანმად.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას.
რაც შეეხება პაციენტ ა-–-----------–---–-- სამედიცინო შემთხვევას, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების თანახმად პაციენტი შპს ,------–---–--------–---------–-----–--------–---- ს--------------–- მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2--- წლის 26 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით დიაგნოზით: G91.8 ჰიდროცეფალიის სხვა ფორმები. ჩარევის კოდი: სტაციონარი Z-----. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტი საჭიროებდა ოპერაციულ მკურნალობას, რაზეც მშობელმა უარი განაცხადა. ელექტრონულად მიმწოდებლის მიერ პაციენტის დაყოვნება გადაცემულია 24 საათი და 6 წუთი. შესაბამისად ინსპექტირების ეტაპზე შემთხვევას №1-------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი 1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის თანანმად.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 27 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---- ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №1---- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით ასევე დგინდება, რომ პაციენტს ჩაუტარდა სულ ორადორი მანიპულაცია, საერთო ანალიზები, ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევა. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით უდავოა რომ ჩატარებულია არა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, არამედ მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები, რაც დადგენილების ფარგლებში არ ფინანსდება.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც ადგილი აქვს №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
პაციენტების: მ---------------–---–--------------------------------------- სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილების თანახმად: პაციენტები შპს ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ს--------------–-’’ მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. პაციენტი მარიამ გურასაშვილი მკურნალობდა 2--- წლის 15სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: G54.9 ნერვის ფესვისა და წნულის დაზიანება, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: N----- ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მიწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტს ჩატარებული აქვს მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები. პაციენტი ი--------------- მკურნალობდა 2--- წლის 12 სექტემბრიდან 13სექტემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: G44.8 თავის ტკივილს სხვა დაზუსტებული სინდრომები. ჩარევის კოდი: A----- თავის და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტს ჩატარებული აქვს მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევები. ხოლო პაციენტი ზ-------–----------ე მკურნალობდა 2--- წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დიაგნოზთ; L08.9 კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი. ჩარევის კოდი: Z----- სტაციონარი. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს არ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. შესაბამისად, სამივე სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათებით ასევე დგინდება, რომ მ---------------–---–- და ი---------------ს ჩაუტარდათ მხოლოდ გეგმური სადიაგნოსტიკო კვლევები და მეთვალყურეობა. როგორც უკვე აღინიშნა, როდესაც ჩატარებულია არა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, არამედ მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევები, აღნიშნული დადგენილების ფარგლებში არ ფინანსდება. რაც შეეხება ზ-------–----------ეს, აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების მოცულობა არ შეესაბამება პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებას. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, იურიდიული თვალსაზრისით შეუძლებელია დადასტურდეს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოცემულობა, ვინაიდან მსგავსი მომსახურების გაწევა სამედიცინო დოკუმენტებით არ დასტურდება, კერძოდ: ჩატარებულია მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტული ანალიზები ასევე ფორმა №IV-100/ა მიხედვით, ჩატარებულია ანტიბიოტიკო, ინფუზური და ,,სიმპტომური’’ მკურნალობა.
ამდენად, ზემოაღნიშნულ სამივე შემთხვევაში ადგილი აქვს №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 13 მარტის №0-/1----, 2--- წლის 16 ნოემბრის №0-/7----, 2--- წლის 22 ნოემბრის №0-/-----, 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- და 2--- წლის 09 თებერვლის №0-/7--- გადაწყვეტილებები(გასაჩივრებულ ნაწილში), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს, ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 22 მარტის N4----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0- მაისის №0-/----- გადაწყვეტილების (ლ--–------------ას მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში), ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2---წლის 11 დეკემბრის N------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №0-/2---- გადაწყვეტილების, ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 15 დეკემბრის N1------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07მაისის №0------- გადაწყვეტილების, ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის N2----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ბ--------------ს, მ-----------------–-ს მომსახურების ხარჯის აუნაზღაურებელ ნაწილში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2---წლის 07 მაისის №0------- გადაწყვეტილების, ,,შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ 2--- წლის 28 თებერვლის N------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა თუ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 0- მაისის №0-/-----, 2--- წლის 07 მაისის №0-/2----, 2--- წლის 07 მაისის №0-------, 2--- წლის 07მაისის №0------- და 2---წლის 07 მაისის №-------- გადაწყვეტილებების(გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამდენად, შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად- 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,----–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს’’ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი