1. პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
2. 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა „სოფლის ექიმის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის), რომლის დროსაც ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს თვეში:
ა) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს;
ბ) დანართი №1.1-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,25 ლარს.
3. 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურებისათვის მიმწოდებელი დაწესებულებისთვის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა განისაზღვრება საანგარიშგებო თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით დარეგისტრირებული მოსარგებლეების შესაბამისად, ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურება მოსარგებლედ რეგისტრაციის თარიღიდან.
4. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება ფინანსდება დანართი №1.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიებისა და მდგომარეობების შესაბამისად.
5. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადთან (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ) ერთად განმახორცილებელთან წარმოადგინოს დანართი №1.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიებისა და მდგომარეობების შესაბამისი ღირებულებები. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს “სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას, მაქსიმუმ 10 პროცენტიანი გადახრით.
6. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს მოახდინოს განმახორციელებელთან წარმოდგენილი დანართი №1.2-ით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების კორექტირება წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული კრიტერიუმების დაცვით.
7. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაწეული მომსახურეობის ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულებისა.
8. დანართი №1.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიებისა და მდგომარეობებისათვის წარმოდგენილი ღირებულებების ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მიმწოდებელს. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასები არ შეესაბამება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
9. პროგრამა სრულად ფარავს 21-ე მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებებს და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისა, როდესაც ერთეული (თითოეული) შემთხვევის ლიმიტი განისაზღვრება 15 ათასი ლარით.
10. ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულების და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა.
11. არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად წარმოშობილი გართულებული შემთხვევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება, ამასთან ასეთი შემთხვევა პაციენტისთვის უფასოა და ხარჯები სამედიცინო დაწესებულების მიერ უნდა იქნეს დაფარულ