„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №3 |
|
2013 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
„13. კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე ამ გეგმის საფუძველზე, ელექტრომაგნიტური თავსებადობის მეთოდებისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან:
ა) 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ციფრული ფორმატით რადიომაუწყებლობის და/ან სხვა ტექნოლოგიური განვითარების დანერგვის შემთხვევაში, ითვალისწინებს ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესაბამისი მეთოდების გამოყენებას;
ბ) ითვალისწინებს 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მოთხოვნის პერსპექტივას, დასახლებული პუნქტების (მათ შორის მცირე სიმჭიდროვის დასახლების) მაუწყებლობით მოცვის მიზნით.
14. კომისია ამ დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს ყოველწლიურად, საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე.”
|