სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხისა და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34/2013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის

განკარგულება №34/2013

 

სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხისა და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე

 

201 3 წ ლის 26 თებერვალი

 

. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისი აში მიმდინარე წლის 8 თებერვალს შემოვიდა სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფის წევრების – იაგო წიკლაურის (ქ. გორი, გორკის ქ. №184, ბინა 38, ტ: 597228854), გელა მესტიაშვილის (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №36, ბინა №7, ტელ: 593145145) და იანა ხუციშვილის (ქ. თბილისი, ღოღობერიძის ქ. №1, ბინა №6, ტელ:558755599) №1/87 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია, რომ ცესკომ საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 175-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმო დ შემოთავაზებული საკითხ ი : „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა?”

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 175-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე , საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირებ ის დაზუსტ ების მიზნით, ა/წლის 23 თებერვალს გაიმართა ცესკოს სხდომა. სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის წევრების – ი. წიკლაურის ,  გ. მესტიაშვილისა და ი. ხუციშვილის მოთხოვნით გადაწყდა, რომ განცხადებაში მითითებული, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი დარჩენილიყო უცვლელი.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 175-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნის, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად , ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს, ხოლო, მე-5 პუნქტის თანახმად , რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია , თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, იმისათვის, რომ ცესკომ რეგისტრაციაში გაატაროს სარეფერენდუმო საკითხი და მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი , აუცილებელია სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი ჩამოყალიბებული იყოს მკაფიოდ და კონკრეტულად ან/და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 175-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ნორმებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ” მე-10 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტები.

საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი ჩამოყალიბებულია მკაფიოდ და კონკრეტულად, ამდენად, იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 175-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ” მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის; 175-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ” მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. რეგისტრაციაში გატარდეს საინიციატივო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

იაგო წიკლაური (ქ. გორი, გორკის ქ. №184, ბინა 38, ტელ.: 597228854), გელა მესტიაშვილი (ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №36, ბინა №7, ტელ.: 593145145) და იანა ხუციშვილი (ქ. თბილისი, ღოღობერიძის ქ. №1, ბინა №6, ტ: 558755599).

მუხლი 2 . რეგისტრაციაში გატარდეს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა?”

მუხლი 3. დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ქ. დანგაძე) და ადმინისტრაციულ დეპარატამენტს (ლ.ველიძე) გამოაქვეყნონ პრესაში და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის, მისამართისა და სარეფერენდუმო საკითხის შესახებ.

მუხლი 4. დაევალოს ცესკოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ლ. ველიძე), ამ განკარგულების გამოცემისთანავე გასცეს საინიციატივო ჯგუფისათვის რეგისტრაციის მოწმობა და ამომრჩეველთა ხელმოწერის ფურცლის ნიმუში.

მუხლი 5. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2დღის ვადაში.

მუხლი 6 . ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                     ზურაბ ხარატიშვილი

 

კომისიის მდივანი                                  გიზო მჭედლიძე