1. რიგგარეშე განწესამდე დანიშვნა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ წესის 43-ე, 44-ე, 45-ე, 51-ე, 52-ე, 63-ე, 71-ე, 72-ე და 73-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისას.
2. რიგგარეშე განწესამდე დანიშვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება მხოლოდ საყაზარმე პირობებში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ.
დანართი №2
ხელშეკრულება N-----------
საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ
ქ. თბილისი „-----“ ---------------- 2013 წ.
ერთი მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახით და, მეორე მხრივ--------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შემდგომში – მოსამსახურე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების, პატიმრობის კოდექსის და „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მოსამსახურის მიერ დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოში საკონტრაქტო სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.
2. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვადის ათვლა დაიწყება მოსამსახურის ჩარიცხვის ბრძანებაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის დღიდან.
3. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
3.1. დეპარეტამენტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიიდული დახმარების საკითხთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით;
ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;
გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;
დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურების აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.
3.2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;
ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი;
გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები
4.1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;
ბ) ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.
4.2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;
დ) დანაშაულის ჩადენაზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
5. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები
5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
5.2. მოსამსახურეს, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სხვა პირობები
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელიც ინახება მხარეებთან.
დეპარტამენტი მოსამსახურე
----------------------------------------- -----------------------------------------

„-------“ „--------------------“ 20 წ. „____“ „_____________“ 20