📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2013
ძალის დაკარგვა 21.03.2014
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 280 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2013 მიღება
21.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2013 წლის 21 მარტი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №11 დადგენილება (ვებგვერდი, 30/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016060). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა. მუხლი 4🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებორის მიქავა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ მუხლი 1🔗  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით. მუხლი 2🔗 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარი; ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1 500 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 35 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების   10 %; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 500 ლარი. მუხლი 3🔗 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.