მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2014 ძალადაკარგული 26.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.109.016098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2014 წლის 17 მარტი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და  ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები, თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №11 დადგენილება (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016080).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია



მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი

მოსაკრებლების შემოღების შესახებ


მუხლი 1
  • მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
  • ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარი;

    ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების  მშენებლობისათვის - 5 (ხუთი) ლარი;

    გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.

    მუხლი 2
    მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

    ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არა უმეტს 1,5 ლარისა;

    ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.

    მუხლი 3
    სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

    ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარი;

    ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;

    გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

    დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 ლარი;

    ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;

    ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 500 ლარი;

    ზ)თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3000 ლარი;

    თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.


    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
    არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2015.
    როდის იქნა მიღებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
    „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მიღებულია 17.03.2014. მიმღები ორგანო — მარტვილის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.109.016098.
    რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ში?
    დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2015-დან.
    რამდენი მუხლისგან შედგება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
    დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ზე?
    legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
    სად არის „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2015 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №7, 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016098 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2283902/