1. თუ განცხადებულ აცილებას ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.
2. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვოთონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე, ან თუ მეორე მხარე არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი.
3. აცილების განცხადების შემდეგ არბიტრაჟმა შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.
4. აცილების საკითხს არბიტრაჟი წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.
5. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად არჩევს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი. აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.
6. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით.
7. თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არბიტრი შეიძლება გადაყენებულ იქნე
ს საკუთარი ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრაჟის მიერ ან მხარეთა შეთანხმებით.
9. არბიტრაჟს არბიტრაჟის წევრის თხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი.
10. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის წევრის თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საკუთარი მოთხოვნით გადადგომის საკითხს წყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. არბიტრაჟის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში მათ შეცვლამდე განხორციელებული ყველა საარბიტრაჟო მოქმედება უნდა განმეორდეს. ცალკეული არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოქმედების განმეორების საკითხს წყვეტს არბიტრაჟ