„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №248 |
|
2013 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებით (სსმ III, 01.02 2010 წ., №12, მუხ. 138)დამტკიცებულ:
|
1.
დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსება, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა მოთავსება.“; გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იზოლატორის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კურატორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“; დ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. იზოლატორის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ან/და თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს კურატორ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.“; ე) მე-9 მუხლის: ე.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) წარუდგენს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წინადადებებს იზოლატორის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“; ე.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას და აცნობებს შესაბამის პროკურორს იზოლატორში მომხდარი საგანგებო შემთხვევის და ყველა იმ შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება ან სპეციალური საშუალებები დაკავებული პირის მიმართ;“; ე.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის შესახებ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებს და მთავარი სამმართველოს მითითებებს;“; ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 იზოლატორის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კურატორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. იზოლატორის უფროსის არყოფნის დროს უფროსის მოადგილე ასრულებს იზოლატორის უფროსის უფლება-მოვალეობებს.“. |
2.
შინაგანაწესში (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსებული პირი ვალდებულია: ა) ზუსტად დაიცვას იზოლატორში არსებული დღის განაწესი; ბ) დაემორჩილოს და შეასრულოს იზოლატორის ადმინისტრაციის მოთხოვნები; გ) იყოს თავაზიანი იზოლატორის თანამშრომლებისა და სხვა დაკავებული პირების მიმართ; დ) გაუფრთხილდეს იზოლატორის ინვენტარს, მოწყობილობას და სხვა ქონებას; ე) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო წესები; ვ) დაიცვას სისუფთავე საკანში; ზ) დაწვეს და ადგეს დადგენილ დროს, ამასთან ადგომის დროს გაასწოროს კუთვნილი საწოლი; თ) საკნიდან გადაადგილების შემთხვევაში ხელები ჰქონდეს ზურგს უკან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №248. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016180.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №248, 08.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016180 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1884956/