ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2013 წლის 29 მარტი ქ. ბათუმი |
ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების
ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:
1.
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში არსებული ფრაქციებისათვის მოწვეულ იქნეს თითო სპეციალისტი.
2.
აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3.
აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება ხორციელდება ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს წარდგინებიდან ერთი თვის ვადაში.
4.
აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელი უზრუნველყოფს:
ა)
ფრაქციის სხდომების მომზადებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას;
ბ)
ფრაქციის მიერ საკრებულოში განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ)
ფრაქციის თავმჯდომარის წერილებისა და კორესპონდენციების მომზადებას;
დ)
ფრაქციის და ფრაქციის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ე)
ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
5.
დადგენილებით განსაზღვრული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების შესაბამისი დაფინანსება განხორციელდეს თვითმმართველი ქ. ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტით, საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 29.03.2013. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.132.016168.
- სად არის „ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №17, 29.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016168 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1885450/