„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№454-რს
სარეგისტრაციო კოდი
360050000.05.001.016953
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 383) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

   იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელიც განსაზღვრავს მღვიმეების კომპლექსის დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამებს და რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.

    2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.“.

    3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 10. კონტროლი და ზედამხედველობა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში

   იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N454-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2013.
როდის იქნა მიღებული „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №454-რს. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.05.001.016953.
რამდენი მუხლისგან შედგება „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №454-რს, 25.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.016953 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1885789/