„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№461-რს
სარეგისტრაციო კოდი
040030000.05.001.016949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

   1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 1. კანონის მიზანი

   ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, რასაც ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).“.

   2. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

   3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

   „მუხლი 41. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

   სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

   4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 7. სააგენტოს უფროსი

  სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“.

   5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

  სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომ –  სამინისტრო).“.

   6. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ 1998–2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების, სოციალური უზრუნველყოფის) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N461-რს