სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №77 |
|
2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების თანაბარი უფლებით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მისი სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) სარგოებს სპეციალური წოდებისათვის;
გ) სასურსათო უზრუნველყოფის კომპენსაციას;
დ) ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაციას;
ე) დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის;
ვ) დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური სამუშაოს, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის, საქმიანობის სპეციფიკის ან სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულ დანამატს;
ზ) თანხებს სამსახურებრივი მივლინებისათვის;
თ) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;
ი) დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების, დაინვალიდების ან დაღუპვის შემთხვევაში;
კ) საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებულ სხვა სახის სოციალურ შეღავათებს.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) შემადგენლობა, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განისაზღვროს ორ კატეგორიად:
ა) თანამშრომლები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სპეციალური წოდებები - მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურს;
ბ) სამოქალაქო პირები ‑ პირები, რომელთაც არ მიენიჭებათ სპეციალური წოდებები და სამსახურში მიიღებიან დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირთა დანიშვნით მიღება (ჩარიცხვის გარეშე) შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი კმაყოფის ხარჯზე, ხოლო სხვა სამოქალაქო პერსონალის მიღება - ხელშეკრულებით, შრომის ანაზღაურების ოდენობის ინდივიდუალურად განსაზღვრის პირობით.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს იმ საშტატო ერთეულის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის) წლიური ფულადი ანაზღაურების ერთი მეთორმეტედით (ყველა სახის ფულადი კომპენსაციების გათვალისწინებით), რომლის ხარჯზეც არის დანიშნული.
შენიშვნა: ამ დადგენილების მიზნებისათვის:
ა) „ფულადი სარგო“ გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს;
ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.
6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს იმ თანამშრომლის შრომის მინიმალური ანაზღაურების წლიური ოდენობის ერთ მეთორმეტედზე ნაკლები, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს გადის ,,რიგითის” სპეციალური წოდებით.
7. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები ამავე ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, არა უმეტეს ექვსი თვის ფულადი სარგოების ოდენობით.
10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებთან, (ქიმიური, რადიაციული პირობები; მომწამლავი, რადიაქტიური და სხვა მავნე ნივთიერებები) და რომელთა თანამდებობრივ ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი:
ა) საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს ‑ ფულადი სარგოების ‑ 50%;
ბ) დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს ‑ შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის (რომლის ხარჯზეცაა მიღებული) გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ‑ 50%;
გ) შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ სამოქალაქო პირებს –ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%.
11. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუწესდეთ დანამატი შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე. ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, დანამატი, ჯილდო, პრემია და პენსია, რომელიც გამოითვლება ფულადი სარგოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.
12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ეძლევა ყოველთვიური დანამატი ფულადი სარგოს 100%-ის ოდენობით.
13. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა.
14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წელთა ნამსახურობის საფუძველზე დათხოვნისას, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ორი თვის ფულადი სარგოს ოდენობით, მისი დათხოვნის დღისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით.
15. თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ ამ უწყებებსა და ორგანიზაციებში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული ოდენობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დაწესებული თანამდებობრივი სარგო ამ დადგენილების დანართი №1-ით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლებია, სხვაობას აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
16. თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, წოდებრივი სარგოთი, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე დადგენილებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად უზრუნველყოფს ის უწყება ან ორგანიზაცია, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გადის სამსახურს.
17. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ეთვლებათ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე).
18. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით დადგინდეს სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებული პირობები.
19. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, მეტროპოლიტენი, სარკინიგზო ტრანსპორტი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე.
20. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეების და მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ბინის ქირის, ტელეფონის დადგმისა და სააბონენტო გადასახადის, ბუნებრივი აირის, წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
21. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, აგრეთვე სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
22. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის, აგრეთვე სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა ერთჯერადი დახმარება. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
23. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით განსაზღვრული წესით. ზარალს, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აანაზღაურებს სამსახური.
24. დაზღვეული მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა.
25. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით (დანართი №1).
26. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №2).
27. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის (დანართი №3).
28. დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები (დანართი №4).
29. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში 70 ლარით. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს მიმდინარე თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად.
30. საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სასურსათო ულუფის კომპენსაციიდან დაექვითებათ თანხა საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის დღეების შესაბამისად. კვებით უზრუნველყო‑ ფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების გათვალისწინებით.
31. კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით. თანამშრომლებს აქვთ შვებულების ნაწილ-ნაწილ (არა უმეტეს ორისა) გამოყენების უფლება. შვებულებაში გასვლის თანმიმდევრობა შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ან მისგან უფლებამოსილ პირთა მიერ დამტკიცებული განრიგით.
32. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით, განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებუ‑ ლი მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის მიხედვით. კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს.
33. წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
ა) „მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფისა და მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ“;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის შესახებ“;
გ) „ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე მოსამსახურე‑ თა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
შენიშვნა: თანამშრომელს, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროს 1200 ლარით.
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება სხვა შესაბამის უმცროს თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა), თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება დანართი №2-ის თანრიგების მიხედვით, ამ მოსამსახურისათვის მინიჭებული სპეციალური წოდების გათვალისწინებით. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
შენიშვნა: სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები
1. მორიგე განწესში და საყაზარმე პირობებში (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის პირობებში) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
3. მშრალი კვებით უზრუნველყოფის დამხმარე ნივთები:
4. სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები: ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომზადების სპეციალური კურსის გავლის პერიოდში სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში ჩასარიცხი კანდიდატებისათვის, სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ); ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4300-4700 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 1900-2100 კკალ, ვახშამი: 1200-1300 კკალ). შენიშვნა: 1. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში გათვალისწინებული კვების პროდუქტები შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტების ერთობლივი ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმის შემცირებას. ამავე პუნქტით გათვალისწინებულ „გადანაყარში“ იგულისხმება პროდუქტის ის ნაწილ(ებ)ი, რომელიც უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის. 2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტები და დამხმარე ნივთები მოსამსახურეებს ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი კვებით უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასურსათო იჯრის შესაბამისად. 3. მოსამსახურეთა მშრალი კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში: ა) დღიური ნორმით გათვალისწინებულ პროდუქტებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 პუნქტით დადგენილი სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები; ბ) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები არ იზღუდება ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო ნორმების შესაბამისად კვებით უზრუნველყოფისათვის დადგენილი ოდენობით. |