თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2013 წლის 10 აპრილი ქ. თელავი |
|
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. ამ წესის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2. ოქმის შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა ხდება სტამბური წესით.
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსოში.
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43-ე, 513, 5314, , 5512, მუხლებით, 58-ე, 88-ე, 1191, 1461 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 150-ე, 1501, 151-ე, 15212, 15314, 20913, 239-ე, 2401 მუხლებით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 48-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
2. ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
5. იურიდიული სამსახურის მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):
ა) რიგითი ნომერი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;
დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;
ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;
ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;
ზ) საქმის განმხილველი თნამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
თ) საქმის განხილვის თარიღი;
ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;
კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;
ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
მ) შენიშვნა.
|
1. იურიდიული სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების
გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2-ე ნაწილი);
2. მითითება არის იურიდიული სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ
გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის
გამოსასწორებლად.
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევის დასახელება და მისამართი ------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი ----------------------------------------------------------------------
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება ---------------------------------- ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა ---------------------------------------------------------------------- დღე.
მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
განთავსების თარიღი
---------------------------
3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან
დადგენილების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს
მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში
მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლი).
4. დანართი №3-ის მე-3 პუნქტი გავრცელდეს მთელ დადგენილებაზე.
1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, იურიდიული სამსახური ამოწმებს დამრღვევს,
რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა
მითითების პირობებთან მიმართებაში.
შემოწმების აქტი დგება -------------------------------------------------------------------------------------------
გაცემული N--------------------- მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის
დასადგენად.
დარღვევის დასახელება და მისამართი: ----------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ---------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმებით დადგინდა: -----------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა.
ბ) მითითება არ შესრულდა.
გ) მითითება სრულდება არადროულად.
2. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა
იურიდიული სამსახური იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის
და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების
მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი
ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის მე-9 მუხლი).
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 9-ე ნაწილით გათვალისწინებული
დადგენილების მიღების საფუძველი, იურიდიული სამსახური იღებს დადგენილებას
სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-11 მუხლი).
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, დაბარებული ხართ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში ტექნიკური - სამშენებლო სამართალდარღვევის აქტთან დაკავშირებით. დამრღვევის დასახელება და მისამართი
ობიექტის დასახელება და მისამართი_____________________________________________ _______________________________________________________________________________ საქმის განხილვის თარიღი______________________________________________________ საქმის განხილვის ადგილი______________________________________________________ _______________________________________________________________________________ საქმის განმხილველი თანამდებობის პირი________________________________________ _______________________________________________________________________________
|