საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №5 და №34 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსისათვის ახალი ვადის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №16

2013 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №5 და №34 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსისათვის ახალი ვადის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
№9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №5 და №34 საუბნო საარჩევნო კომისიების ცესკოს 2013 წლის 11 აპრილის №75/2013 განკარგულებით ბათილად ცნობილი წევრების ნაცვლად დასაკავებელი ადგილების შესავსებად, დადგინდეს კონკურსის ახალი ვადა 2013 წლის 14 აპრილის ჩათვლით.
მუხლი 2
№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს განიხილოს და შეარჩიოს კანდიდატები ცესკოს 2013 წლის 15 თებერვლის №16/2013 განკარგულებით „საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე” გამოცხადებული კონკურსის შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიაში №5 და №34 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისათვის შესაბამისი უბნისათვის წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციებიდან.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე