1.
ფიზიკურ პირს საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსი შეუწყდება:
ა)
სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლისთანავე;
ბ)
პირადი განცხადების საფუძველზე;
გ)
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
დ)
თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ე)
თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის;
ვ)
აუდიტორის გარდაცვალების შემთხვევაში.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსი წყდება ავტომატურად.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ - ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას (რაც ინსტიტუტისათვის ცნობილი გახდა ოფიციალურად), საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსი წყდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
4.
საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტა აისახება საჯარო სექტორის აუდიტორთა რეესტრშ
საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.12.2018
მუხლი 27. საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტის პირობები
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ტესტირების პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 22. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 23. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების კანდიდატისათვის შეტყობინება და ინფორმაციის გამოქვეყნება
- მუხლი 24. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
- მუხლი 25. სერტიფიკატი
- მუხლი 26. საჯარო სექტორის აუდიტორთა რეესტრი
- მუხლი 28. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების ხელახლა მოპოვება
- მუხლი 29. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების ვადები
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №71/37, 12.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1899021/muxli-27/