1.
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება გულისხმობს იმ კანდიდატთა მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ხელახლა გასვლას, რომლებმაც ვერ დააგროვეს გამოცდის ჩასაბარებლად ქულათა საკმარისი რაოდენობა.
2.
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების მიზნით კანდიდატმა სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს განცხადების/განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
3.
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება ხორციელდება ამ წესის II-IV თავებით დადგენილი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურების შესაბამისად.
4.
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარება უნდა განხორციელდეს სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 კვირის ვადაში.
5.
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების მომსახურების საფასურის ოდენობა დგინდება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით. იგი არ შეიძლება იყოს სერტიფიცირების საფასურის ოდენობის 10%-ზე მეტი.
6.
სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ წესის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი
საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.12.2018
მუხლი 29. სასერტიფიკაციო გამოცდის გადაბარების ვადები
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 კვირის ვადაში
- ვადა 2 სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 3 კვირის ვადაში
- განაკვეთი 10%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა, განხილვის შედეგების შეტყობინება და სასერტიფიკატო გამოცდა
- მუხლი 385. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება
- მუხლი 382. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება
- მუხლი 389. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
- მუხლი 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული „სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან
- მუხლი 37. სპეციალისტ-ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე გამონაკლისის სახით გაიცემა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭებული აქ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების კანდიდატისათვის შეტყობინება და ინფორმაციის გამოქვეყნება
- მუხლი 24. სასერტიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
- მუხლი 25. სერტიფიკატი
- მუხლი 26. საჯარო სექტორის აუდიტორთა რეესტრი
- მუხლი 27. საჯარო სექტორის აუდიტორის სტატუსის შეწყვეტის პირობები
- მუხლი 28. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების ხელახლა მოპოვება
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №71/37, 12.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320010.58.070.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1899021/muxli-29/