სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) აქციონერთა საერთო კრების ჩატარება დაგეგმილია 2013 წლის 14 მაისს 9:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
a) 2012 წლის ფისკალური წლის IFRS მეთოდით აუდიტირებული, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება;
b) 2013 წლისთვის „ბანკის“ დამოუკიდებელ აუდიტორად შპს „Ernst & Young”-ის დანიშვნა;
c) „პრივილეგირებული აქციების“ 17%-ის ოდენობით „დივიდენდის“ გადახდის დამტკიცება, რომლის გადახდაც დაიწყოს 2013 წლის 18 ივნისს;
d) „ბანკის“ კაპიტალის გაზრდის საკითხის დამტკიცება 85 მილიონ ლარამდე ოდენობით, გამოხატული 7,500,000,000 (შვიდი მილიარდ ხუთასი მილიონი) ჩვეულებრივი აქციით (არსებული ექვსი მილიონი ჩვეულებრივი აქციიდან) და 1,000,000,000 (ერთი მილიარდი) პრივილეგირებული აქციით ;
e) „ბანკის“ წესდებაში „ბანკის“ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის დამტკიცება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ნებადართული ჩვეულებრივი აქციების (თითოეული აქციის 0.01 ლარის ოდენობით ნომინალური ღირებულებით) რაოდენობა 6,000,000,000-დან (ექვსი მილიარდი) გაიზარდოს 7,500,000,000-მდე (შვიდი მილიარდ ხუთასი მილიონი);
f) „პრივილიგირებული აქციების“ კონვერტაციისთვის გამოშვებულ ყველა „ჩვეულებრივ აქციასთან“ მიმართებაში უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების საკითხის განხილვა და „ბანკისათვის“ უფლებამოსილების მინიჭება გამოუშვას ნებისმიერი ასეთი „ჩვეულებრივი აქცია“ „პრივილეგირებული აქციის“ მფლობელების მოთხოვნის შესაბამისად;
g) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების – ქალბატონი მელანი ჩენის, ბატონი ვლადიმერ გურგენიძის და ბატონი იააპ როტგანსის – მეორე ვადით არჩევა 2013 წლის 21 სექტემბრიდან .
2013 წლის 14 მაისის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას უწევენ აქციონერებს, მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.
„ბანკის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში, შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, თბილისი 0162, საქართველო.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2013 წლის 14 მაისს, 8:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 15 აპრილი.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2013 წლის 2 მაისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“, შემდეგ მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამზ. №74ა, თბილისი 0162, საქართველო.
გენერალური დირექტორი ვლადიმერ გურგენიძე