„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება№1/33            

  2013 წლის15 მარტი          

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-20 მ უხლი ს მე-4-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს70მოსამართლით.

5.თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 25მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 27მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 18მოსამართლით.“;

ბ) 58-ე მ უხლი ს მე-3-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 44 მოსამართლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა – 15 მოსამართლის შემადგენლობით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 12 მოსამართლის შემადგენლობით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – 11 მოსამართლის შემადგენლობით;

დ) საგამოძიებო კოლეგია – 6 მოსამართლის შემადგენლობით.“.

2. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან .

3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან.

 

ვალერი ცერცვაძე

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი