განჩინება სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/ 10974-11
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 3 წლი ს 24 აპრილი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილ ა ს ს ,,ქართული ფოლადის’’კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე ს ს ,,ქართული ფოლადის’’ მიმართ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს ს ს ,,ქართული ფოლადის’’ კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.
`გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.~
სასამართლომ იხელმძღვანელა `გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნ ე ს ს ს ,,ქართული ფოლადის’’კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2013წლის 13 მაისს, 11 :00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის № 24 სხდომის დარბაზში (ქ .თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ.,№ 6).
3. დაევალოს ს ს ,,ქართული ფოლადის’’რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება `საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს~ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი